შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბესელიამ ოპოზიციას მაგიდაზე მუშტები უბრახუნა-"ზონდერები მოიკითხეთ თქვენთან"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 18 დეკემბერი 2018

დაპირისპირება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე - კომიტეტის თავმჯდომარის გაღიზიანება, ოპოზიციის მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა გამოიწვია, რომელიც დავით კირკიტაძის დაკავებას ეხებოდა.

ოთარ კახიძესა და სალომე სამადაშვილს ეკა ბესელიამ სიტყვა რამდენჯერმე გააწყვეტინა და განაცხადა, რომ ოპოზიცია განცხადებებს აკეთებს და რეგლამენტსარღვევს.

ოთარ კახიძის განცხადებამ, სადაც მან თქვა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური რეპრესიებია დაწყებული და კირკიტაძის დაკავება კიდევ უფრო ძაბავს შექმნილ ვითარებას ბესელია გააღიზიანა.

„პროცედურას არღვევ საკმარისია ვსო. რას გვიყვები. იურიდიული კომიტეტის სახელით გავაკეთე განცხადება, როცა ვთქვი, რომ ადამიანები, რომლებიც ძალადობენ მოქალაქეზე პოლიციელზე პასუხი უნდა აგებინონ.

ინდულგენცია აქვს შენს ბატონ კირკიტაძეს? დაწყნარდი და დანარჩენს გაარკვევენ საგამოძიებო ორგანოები. ზონდერები მოიკითხე მანდ. დაწყნარდი საკმარისია გეყოფათ. თქვენი მეგობრებისადმი სენტიმენტები გამოხატეთ იქ და იმ ფორმით, სადაც გინდათ,“-მიმართა ბესელიამ კახიძეს.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია