შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართება საჯარო განხილვა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 18 დეკემბერი 2018

პრესრელიზი

2018 წლის 19 დეკემბერს, 15:00 საათზე ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართება საჯარო განხილვა, რომელიც შეეხება ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობების შეფასებისა და მოქალაქეთა ჩართულობის ხელშემშლელი ბარიერების გამოვლენის მიზნით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების გაცნობას დაინტერესებული მხარეებისათვის და რეკომენდაციების ურთიერთგაზიარებას შემდგომი საქმიანობებისათვის.

კვლევა ჩატარდა პროექტის „ინიციატივა მოქალაქეთა მზარდი მონაწილეობისათვის თვითმმართველობის განხორციელების პროცესში ოზურგეთის მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში რომელსაც ახორციელებს გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი NDI-ს ფინანსური მხარდაჭერით. კვლევის მიზანი იყო ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის შეფასება მუნიციპალიტეტის მუშაობის პროცესში, თვითმმართველობის (საკრებულოს  და მერიის)  საქმიანობის შეფასება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა აქტიური ჩართულობის ხელისშემშლელი ბარიერების გამოვლენა. კვლევა ჩატარდა „გურიის ახლგაზრდული რესურსცენტრის“ დაკვეთით 2018 წლის 22 ოქტომბერს. ჩატარებულ იქნა 2 ფოკუსური ჯგუფი (I - რიგით მოქალაქეთა ჯგუფი; II- NGO სექტორის და ჟურნალისტების ჯგუფი) ჯგუფები შედგებოდა შერეული სქესის, შერეული პროფესიისა და ასაკის ადამიანებისგან.


აღნიშნული თემატიკით დაინტერესებული ადამიანებისათვის

შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით:

ოთარ რევიშვილი, პროექტის დირექტორი. ტელ: 599 98 18 98


ელ.ფოსტა: revishvili@gmail.com


სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია