შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

34 წლის პატიმრის გარდაცვალების საქმეში სახალხო დამცველი ჩაერთო

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 18 დეკემბერი 2018

34 წლის პატიმრის გარდაცვალების საქმეში სახალხო დამცველი უკვე ჩაერთო. ნინო ლომჯარიას მოადგილე გიორგი ბურჯანაძე აცხადებს, რომ  სახალხო დამცველის აპარატისთვის მსგავსი ინფორმაცია მიწოდებული არ ყოფილა.

"ეს პატიმარი არ აღმოჩნდა ჩვენი განმცხადებელი, მას მომართული არ ჰქონია ჩვენთვის. არც ციხიდან არ ყოფილა შესაბამისი მომართვა. დღეს, როდესაც ეს გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, ჩვენი წარმომადგენლები წავიდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და ეცნობიან მასალებს და შესაბამისად, სწავლობენ და გარკვეულ მონაცემებს აგროვებენ.
როდესაც პატიმარი შიმშილობს, ფორმალურად ხდება მისი აღრიცხვა  და შიმშილობის ფაქტის შესახებ ჩვენს გვეცნობება. ასეთი ცნობა ჩვენთან არ მოსულა. შესაბამისად, ის დოკუმენტაცია, რომელსაც ჩვენი წარმომადგენლები გაეცნენ, მითითებული არ არის მასში, რომ ეს პატიმარი შიმშილობდა. უბრალოდ, მითითებული იყო, რომ გარკვეულ საკვებს ის არ იღებდა. ამასთან დაკავშირებით შესაბამისი აღნიშვნა არის გაკეთებული, მარგამ პროტესტის ფორმასთან დაკავშირებით მითითება არ ყოფილა. ამ საკითხს ჩვენები სწავლობენ, უფრო მეტ ინფორმაციას შეაგროვებენ, გამოკითხავენ სხვადასხვა პირებს და სრულ სურათს როდესაც შევქმნით, შემდგომ გვექნება შეფასების გაკეთების შესაძლებლობა“, - განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.
სასჯელაღსრულების სამსახურში ამტკიცებენ, რომ გიორგი ფასეიშვილი მუდმივად ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იყო, თუმცა პატიმარი, რომელიც თავს უდანაშაულოდ მიიჩნევდა, უარს ამბობდა საკვების მიღებასა და მედიკამენტოზურ მკურნალობაზე. 
გიორგი ფასეიშვილი გუშინ ღუდუშაურის კლინიკაში გარდაიცვალა. ის გათავისუფლებას ითხოვდა, რადგან თავს უდანაშაულოდ მიიჩნევდა.
ფასეიშვილი სამართალდამცველებმა ერთი წლის წინ მეზობლის დაჭრის ფაქტზე დააკავეს.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია