შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

დავით კირკიტაძემ მშრალი შიმშილობა დაიწყო

პოლიტიკა
 19 დეკემბერი 2018

ნაციონალური მოძრაობის წევრი, დავით კირკიტაძე, რომელსაც ბრალდება პოლიციელზე ძალადობასა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ხელისშეშლას ედავება, მშრალ შიმშილობას იწყებს. ამის შესახებ ბრალის ოფიციალურად წარდგენის შემდეგ, კირკიტაძის ადვოკატმა, გიორგი კონდახაშვილმა განაცხადა.

ადვოკატის თქმით, ბრალდებაში წერია, რომ დავით კირკიტაძე არ დაემორჩილა პოლიციის მოთხოვნას და თავს დაესხა მაგისტრალზე განთავსებულ ავტობუსში მყოფ პოლიციელს, მიაყენა ხელის და ფეხის დარტყმით ფიზიკური დაზიანება.

კონდახაშვილის თქმით, კირკიტაძის წინააღმდეგ მტკიცებულებებად გამოყენებულია მხოლოდ პოლიციელების ჩვენებები.

"თუ კირკიტაძეს პოლიციელზე თავდასხმა ჰქონდა განზრახული ავტობუსის გარეთ უამრავი სამართალდამცველი იდგა", — განაცხადა ადვოკატმა.

17 დეკემბერს პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, დავით კირკიტაძე დააკავეს. ის ბრალს არ აღიარებს და პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

დავით კირკიტაძეს ბრალი დღეს, 19 დეკემბერს წარუდგინეს. სავარაუდოდ, დღესვე ჩაინიშნება აღკვეთის ღონისძიების შესახებ სასამართლო პროცესი, რომელიც გურჯაანში ოპოზიცის აქციის ფონზე ჩაივლის. გაერთიანებულმა ოპოზიციამ განაცხადა, რომ კირკიტაძის სასამართლო პროცესის პარალელურად გურჯაანის სასამართლოსთან აქციას გამართავს. მათი პოზიციით დავით კირკიტაძე პოლიტიკური პატიმარია.

შსს-მ პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, გუშინ 18 დეკემბერს კიდევ ერთი პირი დააკავა. ასევე დააკავეს ორი პირი ოპოზიციაზე თავდასხმის ბრალდებით.

 

წყარო: www.ON.ge

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია