შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სომხეთის რესპუბლიკის პოლიციის ხელმძღვანელი ვალერი ოსიპიანი დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ეწვია.

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
 18 დეკემბერი 2018
ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ვალერი ოსიპიანი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. "ორგანიზებული დანაშაული არის ის გამოწვევა, რომელზეც ჩვენ დღეს ვისაუბრეთ და მიუხედავად იმ წინააღმდეგობებისა, რომლებიც განსაკუთრებით ამ საზღვრისპირა ზონებში გვაქვს, უკვე დავსახეთ კონკრეტული გეგმა იმისთვის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა უსაფრთხოდ იგრძნონ თავი", - განაცხადა გიორგი გახარიამ.ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ოპერაციების ცენტრი, მომსახურების სააგენტო და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრი დაათვალიერეს. დაგეგმილია სტუმრობა "112"-სა და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის რაიონულ სამმართველოში. "ჩვენ ქვეყანაში ამჟამად მიმდინარეობს პოლიციის რეფორმა და ჩვენ დავინტერესდით საქართველოს საპატრულო სამსახურის საქმიანობით. გვინდა, გამოვიყენოთ საქართველოს საპატრულო სამსახურის მოდელი ჩვენ ქვეყანაში. ჩემი მოადგილე რამდენიმე თვის წინ ეწვია საქართველოს და უკვე აქტიურად მიმდინარეობს საპატრულო საგუშაგო სამსახურის და საგზაო პოლიციის გაერთიანების პროცესი. 2019 წელს ჩვენ უკვე ჩამოყალიბებული გვექნება ახალი საპატრულო სამსახური", - განაცხადა ვალერი ოსიპიანმა.სომხეთის დელეგაცია საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვია.[sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
საზოგადოება
სამხრეთის კარიბჭე

სამი მარტი ახალციხეში[Photos]