შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გორის გვირაბიდან გამოსვლისთანავე მანქანა ბორდიურებს შეეჯახა

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 19 დეკემბერი 2018
გორის გვირაბიდან გამოსული მანქანა ბორდიურებს შეეჯახა. შემთხვევა შუაღამეს მოხდა. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას სამედიცინო დაწესებულებაში მგზავრის გადაყვანა აღარ დაჭირდა. შს სამინისტროს ცნობით, სატრანსპორტო საშუალების მძღოლი დიდი სიჩქარით მოძრაობდა. ფაქტი სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა. რუსულნომრიან ავტომანქანის მძღოლს პოლიციამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მეათე ნაწილით შეუდგინა ოქმი. აღნიშნული მუხლით დაკვალიფიცირებული ფაქტი გულისხმობს საგზაო მანევრის წესების დარღვევას, ასევე, მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბებას. სიჩქარის გადაჭარბებად მიიჩნევა საგზაო მონაკვეთზე დამონტაჟებულ/განთავსებულ ავტომატურ ვიდეოტექნიკურ საშუალებებს შორის მანძილზე მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია