შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ქუთაისს ფოტოგრაფიის მოძრავი მუზეუმი ესტუმრა

კულტურა
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
 19 დეკემბერი 2018

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს ფოტოგრაფიის მოძრავი მუზეუმი ესტუმრა.  უნივერსიტეტის მწვანე დარბაზში თბილისის ფოტოფესტივალის წარმომადგენლის ელინა ვალაიტეს საჯარო ლექცია გაიმართა.

მან  თავის ლექციაში ფოტოგრაფიის ისტორიას და მის ტრადიციებზე ისაუბრა. 

ფოტოგრაფიის მოძრავი მუზეუმი თბილისის ფოტოგრაფიის და მულტიმედიის მუზეუმის რეგიონული პროექტის “სამხრეთ კავაკსიური ფოტოგრაფიის ჰაბი განათლებისთვისა და ინოვაციისთვის“ ერთი წამყვანი პროეგრამაა.  პროექტს  შვეიცარიის  განვთარების სააგენტო სამხრეთ კავკასიაში აფინანსებს. 

 ფოტოგრაფიის მოძრავი  მუზეუმი ფოტოგრაფიული  ღონისძიებების დეცენტრალიზაციას ისახავს მიზნად. მოძრავმა მუზეუმმა პირველი ღონისძიება  2018 წლის  ივლისში თუშეთში, კერძოდ კი,  ზემო ომალოში გამართა. შემდეგ სოფელში ზემო ნიქოზი, რომელიც ოკუპირებული ცხინვალიდან 1კმ-ითაც კი არ არის დაშორებული. მესამე ღონისძიება  ქუთაისში გაიმართა. 

 უნივერსიტეტის პროფესორის თამთა თურმანიძის თქმით, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორია-არქეოლოგიის დეპარტამენტი იწყებს საინტერესო შეხვედრებისა და შემეცნებითი საჯარო ლექციების ციკლს, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს საშუალება ექნებათ შეხვდნენ ცნობილ მწერლებს, მხატვრებს, მსახიობებსა თუ რეჟისორებს, გაიზიარონ მათი პროფესიული გამოცდილება და გაეცნონ ხელოვნების სხვადასხვა დარგში მიმდინარე პროცესებს.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია