შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ბესელია არის კორუფციის და ყაჩაღობის ეკვივალენტი..."

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 19 დეკემბერი 2018

დაპირისპირება ეკა ბესელიასა და სალომე სამადაშვილს შორის. ბესელიას დღევანდელ განცხადებას სამადაშვილი პასუხობს და ამბობს, რომ თავად საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს აღარ სურთ, რომ ეკა ბესელია იყოს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, რადგან ბესელია ოდიოზურ ფიგურად ჩამოყალიბდა.

„ქალბატონი ბესელია იმდენად ოდიოზურ ფიგურად ჩამოყალიბდა ქართულ პოლიტიკაში, რომ მის საკუთარ თანაგუნდელებს ეუხერხულებათ ის, რომ ის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეა და ფაქტობრივად ვიცით, რომ მიდის მცდელობა, რომ ის ამ პოსტიდან გადააყენონ იმიტომ, რომ ეკა ბესელია არის დღეს ქვეყანაში კორუფციის, არაკომპეტენტურობის, უვიცობის, თავხედობის და ყაჩაღობის ეკვივალენტი, ასეთი რეპუტაცია აქვს მას. რა თქმა უნდა, ზოგიერთი კანონი მან უკეთესად იცის, ვიდრე მე, მაგალითად, საკუთარ დედას, რომ გვარი უნდა გამოუცვალო, რომ ნაყაჩაღარი ქონება გადამალო, ეს მან კარგად მოიფიქრა. ვფიქრობ, რომ ეკა ბესელია არის სირცხვილი ქართული პარლამენტარიზმის, სირცხვილი არის ქართველი  ხალხის, რომ ის საქართველოს პარლამენტის წევრია და მე არანაირი სურვილი არ მაქვს, კომიტეტში გავაგრძელო მუშაობა, რომელსაც ის ხელმძღვანელობს,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია