შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"მელიას, დეპუტატის მანდატი უნდა მოუხსნან" - პაპუაშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 19 დეკემბერი 2018

ნიკა მელია როგორც იქცევა, ესეთი არავინ მინახავს. თავხედი ბევრი შემხვედრია ჩემს ცხოვრებაში, უტვინოც ბევრი მინახავს, მაგრამ ასეთი არავინ. ამხელა კაცი ხარ, რას აკეთებ, როგორ აკეთებ, ოდნავ მაინც გეუხერხულებოდეს შენი საქციელის. ვიღაცა მაინც უნდა გეუბნებოდეს, რომ ასე არ უნდა იქცეოდე. არ ვიცი თავად როგორ გრძნობს თავს ამდენი გინებისა და ცემა-ტყეპის მერე თავს. ხან გააგდებენ, ხან გამოაგდებენ, – აცხადებს უმრავლესობის წევრი ზაზა პაპუაშვილი “მეტრონომთან” საუბრისას.

როგორც პაპუაშვილი ამბობს ის კანონის წინაშე ყველა თანასწორია, მნიშვნელობა არ აქვს ის დეპუტატია თუ არა.

“რას ელაპარაკება უცხო ქალებსა და პოლიციელებს. გამაგებინეთ, რომელ სახელმწიფოში იქნება ეს თავზეხელგადასმული და ამ დონეზე მოთმენილი. თუ პასუხი ვერავის მოვთხოვოთ იმიტომ, რომ ის დეპუტატია, იმიტომ, რომ ჟურნალისტია და ა.შ. მაშინ იძალადონ პოლიციელებზე და რაც უნდა ის აკეთონ. მგონი, ეს არ შეიძლება. პირველ რიგში, უნდა გააკონტროლოს როგორ იწვევს ადამიანებს და რა პროვოკაციებს ჩადის. ყველაფრის წამომწყები მელიაა, რადგან მერე დაპირისპირება მოხდეს და სალაპარაკო ქონდეს. დეპუტატს თუ ღირსება და პასუხისმგებლობა არ გააჩნია და მარტო სხვის წყობილებიდან გამოყვანას გულისხმობს და სხვა გარიოს შარში, ეს რა დეპუტატის საქმეა. პარლამენტში მარტო იმიტომ მოხვიდე, რომ დებოში ატეხო და პარლამენტიდან გაგაგდონ, ესაა დეპუტატობა? მე სხვა პოზიცია მაქვს.

დეპუტატი იქნება თუ პროფესორი, ჩადენილ საქციელზე კანონის წინაშე უნდა აგოს პასუხი. წინააღმდეგ შემთხვევაში ხალხს რა შთბეჭდილება დარჩება? ამჟამად არ  ვარ საქმის კურსში, რომ ნიკა მელიასთვის დეპუტატის მანდატის მოხსნა განიხილება. ადამიანი გამუდმებით ძალადობას და ალბათ, დადგება მანდატის მოხსნის საკითხი. მე, რასაკვირველია, მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს დავუჭერ. მას არ უნდა ქონდეს დეპუტატის მანდატი და პასუხი უნდა აგოს მართლმსაჯულების წინაშე როგორც კანონი გადაწყვეტს ისე, გააჩნია რა წინადადებით შემოვა პროკურატურა”, – აცხადებს პაპუაშვილი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გაერთიანებული ოპოზიციის ლდიერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, შესაძლოა, ის და ნიკა მელია დააკავონ. საქმე ეხება ველისციხეში მომხდარ აქციას, სადაც ნიკა მელია პოლიციის წარმომადგენელს დაუპირისპირდა.

მეტრონომი

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია