შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

უგულავა ვარაუდობს რომ დავით კირკიტაძეს გაამტყუნებენ

პოლიტიკა
 20 დეკემბერი 2018

„პოლიციის სიმრავლიდან წინასწარ ჩანს, რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს სასამართლო,“ - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ გურჯაანში დავით კირკიტაძის მხარდასაჭერად გამართულ აქციაზე ჟურნალისტებს განუცხადა. უგულავას თქმით, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ 800 000 ადამიანი ამ ქვეყანაში მეორეხარისხოვანი მოქალაქეა.

„ბავშვი არავინ არ არის და ყველა ხვდება, რომ გადაწყვეტილების მიღება სასამართლოში არ ხდება და ის უკვე მიღებულია. გადაწყვეტილება არის შემდეგი - იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლება წამოვიდეს დიალოგზე, გაიგონოს 800 000 ადამიანის ხმა და სიტუაციის დეესკალაცია მოხდეს, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ თქვენი ხმა არაფერია, თქვენ უნდა დაგიჭიროთ. მარტივად არის, ივანიშვილი გვეუბნება, რომ თქვენ ხართ მეორეხარისხოვანი მოქალაქეები ამ ქვეყანაში. ივანიშვილი გვეუბნება, რომ ეს 800 000 ადამიანი არ არის ჩემი მოქალაქე. პასუხისმგებლობას იხსნის და მზად არის, რომ გადაგვიაროს. აქ საქმე ძალიან მარტივად არის - ჩვენ, ეს 800 000 ადამიანი ვიქნებით სრულფასოვანი მოქალაქე ამ ქვეყანაში. სიტუაცია ან წავა რადიკალიზაციისკენ ან უნდა წავიდეს დიალოგისკენ. დიალოგის ფორმა არის ერთადერთი - პროპორციული არჩევნები,“ - განაცხადა გიგი უგულავამ.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია