საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საქართველოს ყოველი უჯრედი მენატრება, მაგრამ მეშინია ექსცესების

პოლიტიკა
 20 დეკემბერი 2018

ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში დაბრუნებაზე თქვა, რომ არ სურს ექსცესები, რაც მისი აზრით, ქართველ ხალხს მიუბრუნდება. ამის შესახებ მან ტვ პირველის ეთერში, ნინო ჟიჟილაშვილთან ინტერვიუსას თქვა.

"რა თქმა უნდა, მე მენატრება და ერთგული ვარ ჩემი ქვეყნის, საქართველოსი და მენატრება ყოველი კვადრატული მეტრი საქართველოსი, ყოველი უჯრედიც მენატრება, სიმართლე გითხრათ. მათ ეშინიათ ჩემი და მე არ მეშინია მათი. მე მეშინია ექსცესების. მე მეშინია ჩვენი ხალხი არ დაზარალდეს, რომ თავისთავად ამას არ მოყვეს ის, რაც შემდეგ შეუბრუნდება საქართველოს და არა მხოლოდ ივანიშვილს", — ამბობს სააკაშვილი.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია