შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ტრამპის გადაწყვეტილებით აშშ-ს სირიიდან ჯარი გაჰყავს

პოლიტიკა
 20 დეკემბერი 2018

აშშ სირიიდან სამხედრო ძალის გაყვანას იწყებს. BBC-ის ცნობით, პრეზიდენტმა ტრამპმა ამის მიზეზად სირიაში, ტერორისტული დაჯგუფება ე.წ. ისლამური სახელმწიფოს დამარცხება დაასახელა.

BBC წერს, რომ თავდაცვის უწყების მაღალჩინოსნებს სურდათ აშშ დარჩენილიყო სირიაში, რათა დარწმუნებულიყვნენ რომ ე.წ. ისლამური სახელმწიფო ვეღარ აღდგებოდა.

პენტაგონისა და თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებებში ნათქვამია, რომ "ამერიკის შეერთებული შტატების ჯარი სახლში ბრუნდება, ვინაიდან მათი კამპანია მომდევნო ფაზაში გადადის".

Reuters წერს, რომ სირიიდან გამოსვლის შესახებ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, თუ ასე მოხდება, შესაძლოა გააჩინოს კითხვები, იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იყოს აღკვეთილი მილიტარისტული ჯგუფების ხელახალი აღზევება? რამდენად შესუსტდება აშშ-ს გავლენის ბერკეტები რეგიონში და რამდენად შესუსტდება დიპლომატიური მოქმედებები სირიის ომის დასასრულებლად, რომელიც 8 წელია მიმდინარეობს?

იმავე გამოცემის ცნობით, შტატების სამხედრო დანაყოფების სრული გამოყვანა უკვე გააკრიტიკეს რესპუბლიკელებმა. მათი აზრით, სირიის დატოვება გააძლიერებს რუსეთსა და ირანს, ორივე მათგანი კი სირიის პრეზიდენტს, ბაშარ ალ ასადს უჭერს მხარს.

 

წყარო : ON.GE

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია