საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ნათია მეზვრიშვილი - ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების და არასამთავრობოების განცხადებები, რომ გურჯაანში აქციაზე ქალი პოლიციელები არ უნდა ყოფილიყვნენ, ქალი პოლიციელის როლის დაკნინებად მიმაჩნია

პოლიტიკა
 20 დეკემბერი 2018

„რაც შეეხება გურჯაანში აქციაზე ქალი პოლიციელების ყოფნას, მე ამ საკითხს ასე შევაფასებდი, რომ მათი ინტერესების დაცვა ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია სამინისტროს შიგნით. მე მოვისმინე განცხადებები, მათ შორის ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისგან, არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, რომ თითქოს იქ ქალები არ უნდა მდგარიყვნენ. ეს მიმაჩნია ქალი პოლიციელის როლის დაკნინებად. შსს-ში საკმაოდ მაღალ თანამდებობებს ქალები იკავებენ, მათ შორის მინისტრის ორი მოადგილე ქალია. ეს მიუთითებს ამ საკითხის პრიორიტეტულობაზე. ამ საკითხზე აპელირება აკნინებს ქალის როლს პოლიციაში, რადგან მათ ისევე კარგად შეუძლიათ მართლწესრიგის დაცვა და საპოლიციო ფუნქციების შესრულება, როგორც კაცებს",- განაცხადა მეზვრიშვილმა.

მისივე თქმით, გურჯაანის აქციაზე ქალი პოლიციელების ყოფნა თუ რაიმე სექსისტური მიზეზით იყო გამოწვეული, ამ საკითხით პირადად დაინტერესდება.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია