შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ეს უნდა დავამთავროთ- გრიგოლ ვაშაძე

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
 20 დეკემბერი 2018
ცოტა ხნის წინ გურჯაანის სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის დავით კირკიტაძის პროცესი დასრულდა. მას წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა.

პროცესის დასრულების შემდეგ აქცია გაიმართა, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები გამოვიდნენ. პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის თქმით, ქვეყანაში დიდი უკუსვლაა.

„კიდევ ერთი ცუდი დღე გაგვითენდა.დღეს ვნახეთ როგორ მიმდინარეობდა პოლიტიკური პროცესი.დიქტატურა დამყარდა ჯერ 28 ოქტომბერს და მერე 16 დეკემბერს.წაგვართვეს კონსტიტუციური უფლება.უფლებებს გვართმევს მოქალაქე რომელსაც ფეხებზე კიდია მოქალაქე და ქვეყანას უყრებს რიგორც ბიზნეს პროექტს. მოსამართლე რომელიც სასამარლო დარბაზში იჯდა არის პოლიტიკურად დამპალი სისტემის სახე.ეს უნდა დავამთავროთ,დიდი უკუსვლაა ქვეყანაში. თითქოს მართლა საბჭოთა კავშირში ვბრუნდებით.“-აღნიშნა მან.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
საზოგადოება