შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გრიგოლ ვაშაძე – კირკიტაძესთვის პატიმრობის შეფარდება არის პათოლოგიური შიშის ნიშანი

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
 20 დეკემბერი 2018

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი დავით კირკიტაძისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებად აფასებს და ამ ხელისუფების შიშს უკავშირებს. 
გრიგოლ ვაშაძის თქმით, ოპოზიცია სიმართლისთვის ბოლომდე იბრძოლებს.
“ვიბრძოლებთ, რომ კირკიტაძე გამოვიყვანოთ, სააპელაციო სასამართლოში მივალთ, ვიბრძოლებთ პოლიტიკური ძალებით და საქმეს აუცილებლად ბოლომდე მივყვებით. ეს არის პათოლოგიური შიშის ნიშანი. გახარიას და ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეებს პათოლოგიური შიში აქვთ“, – განუცხადა knews.ge-ს გრიგოლ ვაშაძემ.
შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დავით კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 55 დღიანი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება გურჯაანის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე დავით ნარიმანიშვილმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
ახალი ამბები