შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

პანკისის ხეობის მასწავლებლებისთვის ევროკავშირის თემაზე ტრენინგი ტარდება

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
 20 დეკემბერი 2018

ევროკავშირი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი პანკისის ხეობის მასწავლებლებისთვის ტრენინგს ატარებენ.

ტრენინგები 20-21 დეკემბერს ტარდება, რომელსაც 20-მდე პანკისის ხეობის მასწავლებლები და სკოლის დირექტორები დაესწრებიან. ისინი ინფორმაციას მიიღებენ შემდეგ თემებზე: ევროპა, ევროპული ღირებულებები და საქართველოს დამოკიდებულება ევროკავშირთან.

აღნიშნული ტრენინგი უფრო ფართო  საინფორმაციო პროგრამის ნაწილს შეადგენს, რომელიც  2019 წლის დასაწყისში ბრიუსელში სასწავლო ტურსაც მოიცავს.

თბილისში, ორდღიანი ტრენინგის გახსნით ცერემონიაზე, საქართველოს მთავრობისა და ევროკავშირის წარმომადგენლებმა პანკისის ხეობაშის მოსახლეობის სოციალურ პროგრამებში ჩართვის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

ევროკავშირის ელჩის საქართველოში, კარლ ჰარცელის თქმით, ევროკავშირი ცდილობს, მიაწვდინოს ინფორმაცია საქართველოს თითოეული მოქალაქეს, იმისდა მიუხედავად, თუ სად ცხოვრობენ ისინი.

,,მე მოხარული ვარ , რომ შევხვდი  პანკისის ხეობის  პედაგოგებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მიიღონ მეტი ინფორმაცია ევროკავშირის და საქართველო-ევროკავშირის ურთოერთობების შესახებ და ამასთანავე გაუზიარონ მიღებული ცოდნა სტუდენტებს და საზოგაოდების სხვა წევრებს.“

ტრენინგის ფარგლებში, პედაგოგები გაეცნობიან ასევე ევროკავშირის ისტორიას, აგრეთვე  საქართველო-ევროკავშირის  ამჟამინდელ ურთიერთობებს და მომავალ პერსპექტივებს.

გარდა ამისა, სემინარის მონაწილეები იმუშავებენ სახელმძღვანელოთი „ევროპა ჩემს გაკვეთილზე“ და მონაწილეობას მიიღებენ ინტერაქტიურ ტრენინგში  თანამედროვე სასწავლო მეთოდოლოგიის შესახებ.

ტრენინგის მონაწილე 20 დირექტორი და პედაგოგი ასევე მიიღებს ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა მიაწოდონ ახალგაზრდებს საკუთარ სკოლებში ევროპის და ევროპული ინტეგრაციის შესახებ.

აღნიშნული ტრენინგი ტარდება ევროკავშირის მხარდაჭერით და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო აპარატის პარტნიორობით ევროკავშირისა და ნატოს საინფორმაციო ცენტრთან და   საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია