შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ნიჭიერი და წესიერი ახალგაზრდები უნდა გაეცალონ ბიძლანდიის ჭაობს"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 19 დეკემბერი 2018

საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად მუშაობის შესახებ კანონი დაამტკიცა.

როგორც ზალკალიანმა „ელჩების კონფერენცია 2018“-ის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს მთავრობა და საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქეების ლეგალური დასაქმების კუთხით შეთანხმების მისაღწევად პარტნიორ ქვეყნებთან აქტიურად მუშაობს.

გავრცელებულ ინფორმაციას ქართველი ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვან საშუალებად აფასებს ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი, პროფესორი ზურაბ გურული და სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტს ავრცელებს: 

"კარგია.
სხვა ევროპული ქვეყნებიც დაამტკიცებენ.
ნიჭიერი და წესიერი ახალგაზრდები უნდა გაეცალონ ბიძლანდიის ჭაობს.
ისწავლეთ ენები და გადით მსოფლიო ასპარეზზე. მოიპოვეთ ფინანსური დამოუკიდებლობა. 
ქართველისათვის ყველაზე უხერხული და ყველაზე დაუნდობელი მეტოქე ქართველია, ამიტომ ნუ შეაკლავთ თავს ქართულ სიბნელეს, უმადური და აზრო საქმეა; წადით და თანასწორ ბრძოლაში გაეჯიბრეთ უცხოელებს"-წერს ზურული.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია