შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"კირკიტაძე დაკავებული უნდა იყოს და ფარცხალაძე თავისუფალი?

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 19 დეკემბერი 2018

გურჯაანში გაერთიანებული ოპოზიციის აქციაზე „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ჩავიდა. გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები და მხარდამჭერები გურჯაანის სასამართლოს წინ დავით კირკიტაძის დაკავებას აპროტესტებენ.

გრიგოლ ვაშაძის თქმით, ხელისუფლებამ ოპოზიციურიად განწყობილ მოქალაქეებს ყველა კონსტიტუციური უფლება დაურღვია და ამაზე პროტესტის გამოხატვის გამო ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი დააკავა. ვაშაძის თქმით, გაერთიანებული ოპოზიციის კვალიფიციური იურისტები ამ საქმეს ბოლომდე მიჰყვებიან, თუ საჭირო გახდა სტრასბურგამდეც და ხელისუფლებას მსგავს უკანონობას არ შეარჩენენ:

„მთელმა საქართველომ დაინახა, რომ თუ ხარ ე.წ ქართული ოცნების წევრი არც დაგაკევებენ. და თუ ხარ ოპოზიციის წევრი ეცდებიან რაც შეიძლება მძიმე სტატია მოგიყენონ. გურჯაანის სასამართლოსთან კარვების დადგმის აზრს ვერ ვხედავთ. ჩვენი კვალიფიციური იურისტები ჩაერთვებიან, რომ არ შევარჩინოთ, სტრასბურგამდეც მივალთ. მოქალაქეებს ველა უფლება შეუზღუდეს გადაადგილების, აზრის თავისუფლად გამოხატვის... კირკიტაძე დაკავებული უნდა იყოს და ფარცხალაძე თავისუფალი? კანონი ყველასთვის უნდა კანონობდეს, კირკიტაძე გაიქცეოდა? სამი წელი იარა სასამართლოში და თუ კანონს კითხვები აქვს ისევ ივლიდა.“- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

დავით კირკიტაძე ამ დრომდე თელავის დროებითი მოთავსების იზოლატორში რჩება. მასთან უკვე შევიდა მისი ადვოკატი უახლოეს წუთებში მას ბრალს წაუყენებენ. სავარაუდოდ, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერისთვის, ბრალის წაყენება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მოხდება, რაც პოლიციელზე თავდასხმას, ფიზიკური შეურაცხყოფასა და ქონების დაზიანებას გულისხმობს. დავით კირკიტაძე ბრალს არ აღიარებს და პროტესტის ნიშნად მეორე დღეა შიმშილობს.

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები და მხარდამჭერები დავით კირკიტაძეს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილმა მას რუსთავში საპრეზიდენტო არჩევნების მოგება არ აპატია. საპროტესტო აქციაზე დავით კირკიტაძის გათავისუფლებას ითხოვენ.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია