შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში სიღარიბე 10%-ით შემცირდა"- მამუკა ბახტაძე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 20 დეკემბერი 2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით საქართველოს წინაშე დგას ორი მტკივნეული გამოწვევა დგას. ეს არის ოკუპაცია და სიღარიბე და ეს არის ქვეყნის ეროვნული ამოცანა, – ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ 2018 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

„საქართველოს წინაშე გვაქვს ორი მტკივნეული გამოწვევა, ეს არის ოკუპაცია და სიღარიბე, ეს არის ჩვენი ეროვნული ამოცანა, ორივე გამოწვევა დავძლიოთ ერთობლივი ძალისხმევით და ამის გარშემო უნდა იყოს გაერთიანებული საქართველოს თითოეული მოქალაქის ძალისხმევა. ჩვენი მიზანია, საქართველო დაუბრუნდეს თავის დიდ ევროპულ ოჯახს, სადაც ადამიანის თავისუფლება, ადამიანის უფლებები, სასამართლოს და მედიის თავისუფლება, კანონის უზენაესობა, კერძო საკუთრება წარმოადგენს მთავარ ღირებულებას. ამ ყველაფრის მიღწევა არის რთული ამოცანა იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რომელიც გვაქვს საქართველოს წინაშე.”- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ბახტაძის თქმით, 2012 წლიდან რეალური ცვლილებები ხორციელდება და მაქსიმუმი კეთდება სიღარიბის დასაძლევად. პრემიერის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში სიღარიბე 10%-ით შემცირდა.

ყველა ჩემი წინამორბედი აკეთებდა მაქსიმუმს, რომ სიღარიბე სწრაფი ტემპებით შეემცირებინა და ამ თვალსაზრისით გვაქვს მნიშვნელოვანი შედეგები. დაახლოებით 10 % -ით შევამცირეთ სიღარიბე, თუმცა ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი სამწუხაროდ, რჩება სიღარიბეში. მთავარ გამოწვევად რჩება უმუშევრობა და ეს ძალიან რთული ბარიერია იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო სწრაფი ტემპებით განვითარდეს. აქედან გამომდინარე ბუნებრივია, ჩვენთვის მთავარ ამოცანად რჩება სიღარიბის დაძლევა. როდესაც ვსაუბრობთ ნებისმიერ ეკონომიკურ ინიციატივაზე, მთავარი შეფასების კრიტერიუმი არის ეს, რამდენად დაგვეხმარება ესა თუ ის ინიციატივა, რომ საქართველოში ერთხელ და საბოლოოდ დავძლიოთ სიღარიბე. ვახორციელებთ მნიშვნელოვან რეფორმებს და დარწმუნებული ვარ, ეს რეფორმები დაგვეხმარება. სიღარიბე იქნება დაძლეული. ამას სჭირდება გარკვეული პერიოდი. მთავარია, თითოეული ჩვენგანი იყოს დარწმუნებული, რომ საქართველოს მთავრობა ადგას სწორ გზას და ეს გზა მიგვიყვანს საბოლოო მიზნამდე.” -აღნიშნა ბახტაძემ.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა