შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ჭადრების ბაღში", საახალწლო ნივთების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა მოეწყო

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 20 დეკემბერი 2018

 

დღეს ოზურგეთში, „ჭადრების ბაღში“ გურიის ახალგაზრდული რესურს ცენტრის ორგანიზებით,საახალწლო ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაყიდვა მოეწყო. პროგრამას “მომავლის თაობა“ , ახორციელებს „ PH international - ის პარტნიორობით. პროგრამაში ჩართულია გურიის რეგიონიდან 7 სკოლა. მათ შორის, ლანჩხუთის რაიონიდან წყალწმინდის სკოლა, ოზურგეთიდან კი-ცხემლისხიდი, ვაკიჯვარი, კვირიკეთი, ბოხვაური, ასკანა და ბაილეთის სკოლის მოსწავლეები.

„ამ პროგრამის ფარგლებში „სამოქალაქო კლუბებია“ ჩამოყალიბებული,რომლებმაც გაუწიეს ორგანიზება რომ ხელნაკეთი ნივთები შეექმნათ მეგობრების დახმარებით გაეკეთებინათ გამოფენა გაყიდვა და შემოსული თანხით, დახმარებოდნენ საკუთარ თემში,ყველაზე გაჭირვებულ ოჯახებს.ეს ბავშვები სწავლობენ სიკეტის კეთებას და ზოგადად, ამ პროგრამის მიზანიც ესაა რო ისინი გაიზარდნონ საზოგადოების აქტიურ მოქალაქეებად და ისწავლონ სიკეთე,შეამჩნიონ პრობლემები მათ თემში და ქონდეთ ადეკვატური რეაქცია“-გვიამბო პროგრამის ორგანიზატორმა -ინგა დუმბაძემ.

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია