შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ლაგოდეხის 2019 წლის ბიუჯეტიდან მერიის და საკრებულოს თანამშრომლების ხელფასებზე 300 ათას ლარზე მეტი დაიხარჯება

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
 22 დეკემბერი 2018

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში საჯარო მოხელეებს შესაძლოა, ხელფასები მოემატოთ. ამ მიზნით 2019 წლის ბიუჯეტის პროექტში 300 ათას ლარზე მეტია გამოყოფილი. ,,რუსთავი 2″-ის ინდორმაციით, გაზრდილი ანაზღაურება მხოლოდ საკრებულოსა და მერიაში დასაქმებულ პირებს ექნებათ.
ლაგოდეხის მერიაში საკუთარი ხელფასების ზრდას იმით ხსნიან, რომ რთული სამუშაო გრაფიკი აქვთ და მაღალი შემოსავალი სჭირდებათ. თუმცა, ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღამბაშიძე ამბობს, რომ რაიონში, კახეთის სხვა მუნიციპალიტეტებთან შედარებით, დაბალი ხელფასები იყო და ახლა ამის გათანაბრებას ცდილობენ.
გიორგი ღამბაშიძე უარყოფს, რომ მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს ხელფასები არჩევნების დროს გაწეული საქმიანობის შემდეგ ემატებათ.

2019 წლის ადგილობრივი მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტი 11,011.300 ლარს შეადგენს. knews.ge-ს ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის საკრებულო ბიუჯეტის დამტკიცებას კენჭს წლის ბოლომდე უყრის.

ავტორი: მაკა ხაზიური

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია