შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ირმა შიოშვილი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად მეორე ვადით აირჩიეს

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
 22 დეკემბერი 2018

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად ასოცირებული პროფესორი, ირმა შიოშვილი მეორე ვადით აირჩიეს.
არჩევნები უნივერიტეტში 21 დეკემბერს გაიმართა და აკადემიურმა საბჭომ ირმა შიოშვილი 4 წლით, ირმა შიოშვილი აირჩია.

საგანმანათლებლო დაწესებულებაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ თანამდებობაზე კენჭს მხოლოდ ერთი კანდიდატი, მოქმედი რექტორი, იყრიდა. მან არჩევნებამდე კოლეგებს და აკადემიურ საბჭოს სამოქმედო გეგმა გააცნო და უნივერსიტეტში გასატარებელ ღონისძიებებზე დეტალურად ისაუბრა.

რექტორის არჩევნებში მონაწილეობა აკადემიური საბჭოს ხუთივე წევრმა მიიღო და ყველა მათგანმა ხმა ირმა შიოშვილს მისცა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია