შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ივანიშვილმა "ბოლტების" დაჭერა დაიწყო. ჩემთან შანტაჟით საუბარს მოეშვან"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 22 დეკემბერი 2018

ხელისუფლებამ პოლიტიკური რეპრესიები დაიწყო - თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი ამბობს, რომ ივანიშვილის ახალი პოლიტიკური სამიზნეა.

 

"ასეთი ენით საუბარი ჩემთან არასდროს არავის გასვლია... ივანიშვილმა "ბოლტების" დაჭერა დაიაყო. ჩემთან შანტაჟით საუბარს მოეშვან"- აცხადებს "შაბათის კურიერთან" ოქრუაშვილი. 

როგორც ირკვევა, ოპოზიციის მახრდაჭერის გამო ოარუაშვილს ციხით ემუქრებიან. 

"მილიონს კაცს ის პროკურორთან ვერ წაიყვანს... იმ მილიონ კაცს, რომელმაც მის წინააღმდეგ მისცა ხმა. ის რაც მოხდა საპრეზიდენტო არჩევნებზე უკვალოდ არ ჩაივლის... სანახაობა გაცილებით შთამბეჭდავი იქნება. სანახაობა იანება ყველა კარტის გახსნა"- ამბობს ყოფილი მინისტრი და მძიმე პოლიტიკურ გაზაფხულს აანონსებს. 

"გაზაფხულზე დაედება გარკვეულ სათავე პოლიტიკურ პროცესებს"- აცხადებს ოქრუაშვილი, რომელიც მის დაკავებას არ გამორიცხავს. 

ყოფილ მაღალჩინოსანს შესაძლოა ბრალი ბუტა რობაქიძის საქმეზე წაუყენონ. 

"თუ რამე უნდათ პირდაპირ მითხრან, ნუ მელაპარაკებიან ია მეტრეველის რაღაცა იმეებით..." - განუცხადა "რუსთავი 2"- ის ჟურნალისტს თავდაცვის ექსმინისტრმა. 

"შაბათის კურიერთან" ირაკლი ოქრუაშვილი პირველად ყვება იმის შესახებ თუ რა გარიგებას სთავაზობდა სოსო რობაქიძე დუმილის სანაცვლოდ: 

"რამდენჯერმე სხვადასხვა ადამიანი გამომიგზავნა, გარკვეული თანხის სანაცვლოდ რომ ჩემი გვარი არ ეხსენებინა"- აცხადებს ოქრუაშვილი. 

ბუტა რობაქიძე ბრალდებას სკანდალური განცხადებით პასუხობს. მისი თქმით, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის დროს თუ მერაბიშვილი იყო მინისტრი, მისი შვილი ოქრუაშვილის მინისტრობისას მოკლეს. 
"ოქრუაშვილს ახლა ერთი ადგილი აქვს ამწვარი"- აღნიშნავს რობაქიძე. 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა