შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ოცნების" ხელისუფლების სახეები სკანდალში ეხვევიან

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 22 დეკემბერი 2018

"შაბათის კურიერი" მაღალჩინოსნების მიერ დიპლომებზხე ნადიტობის შესახებ სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს. "რუსთავი 2"- ის ინფორმაციით, იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაირიცხა. სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი "ტექნიკურ უნივერსიტეტში", სტუდენტია სახელმწიფო დაცვის უფროსი, ანზორ ჩუბინიძე. "ტექნიკურ უნივერსიტეტში" ჩააბარა პრემიერ ბახტაძის დედამ , მანანა ნანიტაშვილმა. 
ჩნდება კითხვა, სწავლობენ თუ არა ჩამოთვლილი პირები რეალურად, თუ უნივერსიტეტები მფარველობის სანაცვლოდ მთავრობის მაღალჩინოსნებს დიპლომებს ჩუქნიან. 
სკანდალური დოკუმენტები "შაბათის კურიერს" ლექტორებმა მიაწოდეს: 
"თეა წულუკიანმა სასწრაფო წესით "ჩააბარა" სამართლის სადოქტორო პროგრამაზე, არ აქვს არცერთი ქულა გარდა აკადემიური წერისა. საერთოდ არ არის ნამყოფი უნივერსიტეტში, სანაცვლოდ უნივერსიტეტი სარგებლობს იმუნიტეტით"- აცხადებენ სკანდალური გზავნილის ავტორები. 

მფარველობს თუ არა დიპლომების გაყალბებაში შემჩნეულ უნივერსიტეტს აკადემიური ხარისხის სანაცვლოდ თეა წულუკიანი - ამის გასარკვევად მისული ჟურნალისტი აგრესიის მსხვერპლი გახდა. 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა
პოლიტიკა