შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"საძაგელი ორმაგი მორალი - როცა ქალის ცოდვა უფრო ცოდვაა, ვიდრე კაცის"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 22 დეკემბერი 2018

საძაგელი ორმაგი მორალი - როცა ქალის ცოდვა უფრო ცოდვაა, ვიდრე კაცის

მისი მოკვლა გადაწყვეტილი აქვთ, დრტვინავენ მისდამი შურით და სიძულვილით აღვსილნი და უკვე ცდილობენ შეიპყრონ და მოკლან კიდეც. ის კი კვლავ ამხელს მისი მოძულეების სიბრმავეს და ეუბნება, რომ ღმერთის სიყვარული არ არის მათში. და აი, ერთ დღეს მესიის სიძულვილით აღვსილმა წინამძღვრებმა, რომელთაც "სოფლის ნათელს" უწოდებენ იუდეველები, მრუშობაზე დაჭერილი ქალი მოუყვანეს ტაძარში იესოს და მისი განსჯა მოსთხოვეს. ქრისტე არ განსჯის ცოდვილ ქალს და არც იუდეველებს მისცემს უფლებას ჩაქოლონ იგი, მაგრამ მკაცრად აფრთხილებს: ხომ ხედავ, არავინ დაგდო მსჯავრი, წადი და ამიერიდან ნუღარ შესცოდავ.

შემდეგ იუდეველების გასგონად კვლავ ამბობს უფალი: (თქვენ კი არა) მე ვარ ნათელი სოფლისა, ვინც გამომყვება მე, არ ივლის ბნელში, არამედ ექნება ნათელი ცხოვრებისა.

გარდა სიძულვიულისა და გულქვაობისა, რა იყო განსაკუთრებით მძიმე სანახავი იუდეველთა წინამძღვრებში? - მათი ორმაგი მორალი. მოსეს რჯულის მიხედვით სიკვდილი ეკუთვნოდა ქალს, მაგრამ, არა მარტო მას. კანონი ასეთი ჰქონდათ: "ვინც...იმრუშებს უნდა მოკვდეს როგორც მემრუშე კაცი, ისე მემრუშე ქალი." (ლევ. 20,10) ანუ საღვთო კანონი თანაბრად სჯიდა ცოდვის ჩამდენ კაცსაც და ქალსაც, უფრო მეტიც - პირველად დასასჯელ კაცს ახსენებდა კანონი და შემდეგ ქალს. წინამძღვრებმა კი, ამ ვითომდა სჯულის დამცველებმა, მხოლოდ ქალი შეიპყრეს და მოიყვანეს დასასჯელად, თან ქრისტეს სთხოვდენ მის გასამართლებას. აი, ამ საძაგელი ორმაგი მორალის, სიცრუის და სისასტიკის დამნახავი უფალი, იერემიას სიტყვებისამებრ (იერ. 17,13) თითით მიწაზე წერდა და ასე მიანიშნებდა, რომ ამოიშლებოდა ყველა მისი მოძულის სახელი სიცოცხლის წიგნიდან და მიწაში დაიწერებოდა.

არავინ მოტყუვდეს თვითონ და არც სხვა მოატყუოს, რომ ქრისტეს წინაშე ქალის ცოდვა უფრო ცოდვაა, ვიდრე კაცის.

დეკანოზი თამაზ ლომიძე

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია