შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ვერავინ გამიბედავს თქვას, რომ არაკანონიერი შემოსავალი მაქვს"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 22 დეკემბერი 2018

(რეზონანსი) პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის თქმით, მას არაკანონიერი შემოსავალი არ აქვს. ეს განცხადება მან იმ კვლევის საფუძველზე გააკეთა, რომელიც „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ" გამოაქვეყნა.

„ჩემი მხრიდან აბსოლუტურად არის ყველაფერი გამჭვირვალე და ამ პოზიციას და პრინციპს ყოველთვის ვიცავ. მე დასამალი არაფერი მაქვს. ვერავინ გამიბედავს, რომ თქვას, რომ მე მაქვს არაკანონიერი შემოსავალი,"- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

კვლევის თანახმად, 11 დეპუტატიდან 10 საპარლამენტო უმრავლესობის წევრია, ხოლო ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია