შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ქვეყანა ხელში ჩაუგდეთ ორკლასდამთავრებულ გაიძვერას, რომელმაც იდიოტები დაგისვათ ყველგან"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 22 დეკემბერი 2018

საქართველო მთავრობის მაღალჩინოსნებმა თანამდებობების დაკავების შემდეგ აკადემიური ხარისხის მიღება გადაწყვიტეს. იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ევროპის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟული უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებულია, თუმცა ახლა მან სწავლის გაგრძელება თბილისში, "კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში" გადაწყვიტა, რომელიც 43 ქართულ უმაღლეს სასწავლებელს შორის 24-ე ადგილზეა. ამასთან ერთად, ტექნიკურ უნივერსიტეტში საჯარო მმართველობის სადოქტორო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტები არიან: სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე, დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი დავით სუჯაშვილი. საჯარო მმართველობაში დოქტორის ხარისხის მისაღებად ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩააბარა სუს-ის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, სოსო გოგაშვილმაც, თუმცა გოგაშვილმა სწავლა ვერ გააგრძელა და ცოტა ხნის წინ სხვა ფაკულტეტზე გადავიდა. ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტია პრემიერ-მინისტრის დედა, მანანა ნანიტაშვილი.

კურიერით გასულ აღნიშნულ სიუჟეტს ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი, მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი, ზურაბ გურული ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს: 

"დაზვერვის უფროსი კურსზე ჩარჩენილი, იუსტიციის მინისტრი "ჭ" კლასის უნივერსიტეტის დაუსწრებელი სტუდენტი ...
ეს უტიფარი იმბეცილები მართავენ ქვეყანას 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია