საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ტაქსით მგზავრობა საქართველოში ძალიან იაფია და მომავალში საფასური უნდა გაიზარდოს“ - კალაძის ხმაურიანი განცხადება

პოლიტიკა
 23 დეკემბერი 2018

საქართველოში დღეს, ტაქსით მგზავრობა ძალიან იაფია,“- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ტაქსების რეგულაციებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ცნობილია, მომავალი წლის ოქტომბრიდან დედაქალაქში ტაქსების რეფორმის მე-2 ეტაპი ამოქმედდება, რომლითაც მარჯვენასაჭიანი, ორკარიანი ავტომობილები ტაქსით მომსახურებას ვეღარ განახორციელებენ.

„ტაქსების მოწესრიგება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაა. რეფორმის 1-ლი სტადიიის შედეგად უკვე გვაქვს ინფორმაცია, დაახლოებით, რამდენი ტაქსი გადაადგილდება ქალაქში. ამ ეტაპზე, 20 ათასამდე ადამიანია ვინც ტაქსის საქმანობის ლიცენზია მიიღო. რაც შეეხება მეორე ეტაპს, აუცილებელი იქნება რომ ავტომობილს ტექნიკური ინსპექტირება ჰქონდეს გავლილი და იყოს თეთრი ფერის. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ტაქსის მძღოლები გარკვეული შეღავათებითაც შეძლებენ სარგებლობას.

კერძოდ, იმისთვის, რომ ავტომობილის გადაღებვაზე ხარჯი არ გასწიონ, ამ მომსახურებას სარეკლამო კომპანიები უზრუნველყოფს. გათავისუფლებულნი იქნებიან საშემოსავლოსგან, ასევე ავტომობილზე იქნება სპეციალური ადგილი გამოყოფილი, რომ პირებმა რეკლამა განათავსონ. ამ მხრივ ტაქსის მძღოლებს სარეკლამო კომპანიებთან მერია დაეხმარება, ხოლო რეკლამებიდან მიღებული თანხა მათი საკუთრება იქნება. საჩუქრად გადაეცემათ ტაქსის მანათობელი ნიშანიც, ასევე ვაუჩერი ავტომობილის დასუფთავებისთვის. გარდა ამისა, ქალაქის მასშტაბით, გამოყოფილია მათთვის უფასო საპარკინგე ადგილები.

რაც შეეხება შეზღუდვებს, მარჯვენასაჭიანი და ორკარიანი ავტომობილებით „ტაქსაობის“ აკრძალვა, რა თქმა უნდა, გარკვეული ოდენობით ტაქსის რაოდენობას შეამცირებს. ამასთან, მომავალში ტაქსით მომსახურების საფასურიც უნდა გაიზარდოს, რადგან სხვა ქვეყნებს თუ შევადარებთ, საქართველოში დღეს ტაქსის მომსახურება ძალიან იაფია,“-აღნიშნა კალაძემ.

 

წყარო : Nwe Post

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია