შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"თამარ ჟვანიას დროს არჩევნები ყველაზე სამართლიან გარემოში მიმდინარეობდა" - "ოცნება"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 22 დეკემბერი 2018

სალომე ზურაბიშვილმა ცესკო-ს ხელმძღვანელის პოსტზე სამი კანდიდატურა დაასახელა, მათ შორის ერთ-ერთი მოქმედი თავმჯდომარე, თამარ ჟვანიაა.


„ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ მათსა და პრეზიდენტს შორის შეთანხმება არ ყოფილა, რომ მხარს თამარ ჟვანიას დაუჭერენ, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობაში აღნიშნავენ, რომ სწორედ ცესკო-ს მოქმედი თავმჯდომარეა ის პირი, რომელსაც ყველაზე მეტ მხარდაჭერას იხსენებენ, არგუმენტად კი ჩატარებული არჩევნები მოჰყავთ.

„ვიღაცა რაღაცას შეიძლება ამბობს, რომ შეთანხმდა, მაგრამ ჩვენ შეთანხმება არ გვაქვს. მე მაინტერესებს კანდიდატების მოსაზრება, ხედვა იმასთან დაკავშირებით თუ სამი მილიონ 500 ათასი ამომრჩეველი გვყავს, დაახლოებით, ელექტრონული სისტემა ხმების დათვლის, 21-ე საუკუნეში უხერხულია, პასტა და ფურცლით ვითვლიდეთ მონაცემებს მთელი ღამის განმავლობაში,“- განაცხადა ლევან კობერიძემ.

„ქართულ ოცნებაში“ ასევე ამბობენ, რომ საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით გამოწვევებიც არსებობს, რაზეც წარდგენილი კანდიდატურებისგან ხედვების მოსმენა საინტერესო იქნება.

„ნაციონალების დრო მახსენდება ძალიან კარგად, ესენი არიან ე.წ. გაერთიანებულ ოპოზიციაში. ძირითადი გაყალბების სპეციალისტები. ქალბატონი თამარის შემთხვევაში, ვიტყოდი, რომ რასაც ვხედავდი, საკმაოდ პრინციპული პოზიცია ეჭირა ბევრ საკითხზე, დანარჩენი ვნახოთ,“- განაცხადა აკაკი ზოიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, ბექა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ბრალდებების კეთების დრო არ არის,

„უნდა დავაკვირდეთ გამოცდილებას, საერთაშორისო ორგანიზაციებს ანგარიშებს და დავინახავთ, რომ თამარ ჟვანიას დროს არჩევნები მიმდინარეობდა ყველაზე მშვიდ და სამართლიან გარემოში,“- განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია