შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ერკეთის მონასტერი შემოქმედის ეპარქიას უპირისპირდება?!

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 22 დეკემბერი 2018

აღმოჩნდება თუ არა საკმარისი სალომე ზურაბიშვილთან ახლობლობმა მიტროპოლიტის წინააღმდეგ გასალაშქრებლად

ხელისუფლებამ ის სასულიერო პირები, ვინც სალომე ზურაბიშვილის  აქტიურ მხარდამჭერთა რიგებში ვერ დაინახა, ინაუგურაციაზე არ მიიწვია.

თავისთავად ის ფაქტი, რომ სალომე ზურაბიშვილის, როგორც პრეზიდენტის ინაუგურაციაზე გურიიდან  მიწვეული იყო არა ეპარქიის ხელმძღვანელი,მიტროპოლიტი  იოსები, არამედ ერკეთის დედათა მონასტრის ხელმძღვანელი დედა მარიამი , უკვე კითხვებს ბადებს.  ამ კითხვებს ისიც ამძაფრებს, რომ  როგორც კარგად ინფორმირებული წყარო გვეუბნება, დედა მარიამი ინაუგურაციაზე , სავარაუდოდ,   მეუფის  ლოცვა კურთხევა გარეშე წავიდა , ეს კი მართლმადიდებლურ,  მკაცრად განსაზღვრულ იერარქიაში უდიდეს მნიშვნელობას იძენს.

საინტერესოა ისიც, რომ როგორც ერკეთის დედათა მონასტრის   მრევლიდან გვიყვებიან,  დედა მარიამმა წინასაარჩევნო კამპანიის დროს ერკეთის მონასტერში პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ისე მიიღო,  მიტროპოლიტი იოსების საერთოდ საქმის კურსში არ იყო. ესეც მართლმადიდებლური ეკლესიისათვის ერთობ უცნაური რამ არის და ეს საქციელი დასჯის ქვემდებარეა, თუმცა შემოქმედის ეპარქიაში ამ თემაზე საუბარი  არ სურთ.

სამაგიეროდ, ჩვენი წყარო გვიხსნის, რომ ხელისუფლებას, რომელმაც უფრო ადრე, შემოქმედელ მიტროპოლიტს ოზურგეთის ყოფილის მერის, სიორიძის  ხელით სრულიად უშედეგოდ  შეუტია, ეპარქიის ხელმძღვანელის გადასაყენებლად არანაირი ბერკეტი არ გააჩნია.  აქედან გამომდინარე,  ისღა დარჩენია, მისთვის არასასურველ ეპისკოპოსებს  ეკლესია- მონასტრები და სასულიერო პირები აუმხედროს, ოღონდ ესეც შედეგის თვალსაზრისით არაფრის მომტანია.

საგულისხმოა ისიც, რომ "ოცნებას"  დროდადრო შემოქმედის ეპარქიის დაყოფაც  მოუნდება ხოლმე, ასე იყო  2013 წელსაც , როცა  ჯიხეთის (ლანჩხუთი) ეპარქიის დაარსებას გეგმავდა, საბოლოოდ სინოდმა თავი შეიკავა ასეთი ნაბიჯისაგან  და ეს საკითხიც თითქოს საბოლოოდ მოიხსნა დღის წესრიგიდან, თუმცა შიგადაშიგ ისევ აქტუალიზდება ხოლმე.

ისევ IX საუკუნის ერკეთის ეკლესიას და მის წინამძღვარს  რომ მივუბრუნდეთ,  (ერკეთის ეკლესია მდებარეობს ჩოხატაურიდან 8 კმ დაშორებით. აგებულია მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზების სახელზე) , იგი გურულ ერისთავთა მამულს წარმოადგენდა, მისი წინამძღვრები შარვაშიძეები იყვნენ. რომლებიც გურიელმა შუა საუკუნეებში მას შემდეგ მიიღო, რაც მათი აჯანყება აფხაზეთის მთავრის კარზე თავიანთი ბიძის წინააღმდეგ მარცხით დასრულდა, გურიის მთავარმა შარვაშიძეებს სუფსის ხეობა და ჩოხატაურის რამდენიმე სოფელი გადასცა.

XVIII საუკუნის 50-იან წლებში ერკეთის წინამძღვარი მაქსიმე III შარვაშიძე ჯუმათის მიტროპოლიტად დაინიშნა. როგორც აქედან ირკვევა, ერკეთის მონასტერს მისი წინაპრის ეპარქიის ხელმძღვანელად დანიშვნის ტრადიცია აქვს, თუმცა დღეისათვის ეს ფაქტიურად შეუძლებელია, რადგან იქ უკვე დედათა მონასტერია და  მის წინამძღვარიც, დედა მარიამი, რომელიც ცნობილია როგორც აღმშენებელი  და  კეთილი საქმეებით განთქმულ იღუმენია. მდედრობითი სქესის წარმომადგენელია, რაც თავისთავად ამ საკითხს დღის წესრიგიდან ხსნის.

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია