შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ღორის გრიპით პირველი ადამიანი გარდაიცვალა

ახალი ამბები
 24 დეკემბერი 2018

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშო გარდაიცვალა 53 წლის ქალი, რომელსაც H1N1 ვირუსის, ე.წ. ღორის გრიპის გართულებული ფორმა ჰქონდა. საავადმყოფოს ექიმების ინფორმაციით, პაციენტი კლინიკაში 17 დეკემბერს მიიყვანეს გრიპის უკვე გართულებული ფორმით და მას შემდეგ რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, ამ დროისთვის რეგიონში ლაბორატორიულად დადასტურებულია H1N1 ვირუსის სამი შემთხვევა. ცენტრი მოსახლეობას მოუწოდებს, გრიპის პირველივე ნიშნების გამოვლენისთანავე ექიმს მიმართონ.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია