შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ვალეში, ე.წ. მეორე შახტაში დაკავებულს, რომელსაც ბრალად ბიზნესმენ მალხაზ მანველიშვილისთვის 50 000 ლარის გამოძალვას სდებენ, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
 23 დეკემბერი 2018
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს, 23 დეკემბერს იმსჯელა. სასამართლო პროცესზე დაკავებულმა განაცხადა, რომ იგი თავს დამნაშავედ არ სცნობს. მისმა ადვოკატმა ომარ ზედგინიძემ კი მოსამართლესთან ბრალდებულის აღკვეთის ღონისიების გარეშე დატოვებაზე იშუამდგომლა: "თუ სასამართლო მაინც გადაყწვეტდა მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას, მაშინ 10 000 ლარის გირაო შევთავაზეთ". პროკურატურა სასამართლოში დაკავებულის პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა. მოსამართლე გია ბერაიამ ბრალდების მხარის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა და 1961 წელს დაბადებულ ვ.კ–ს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.ტაქსის მძღოლი, ვალეში, „მეორე შახტაში“ 20 დეკემბერს, მას შემდეგ დააკავეს, რაც სპეცრაზმმა და სამართალდამცველებმა მისი საცხოვრებელი სახლი, ასევე, სარდაფი და ავტომანქანა გაჩხრიკეს. მას ბრალი ბიზნესმენისთვის 50 000 ლარის გამოძალვაში ედება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით დაკავებული ბიზნესმენს ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. მომხდარზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181–ე მუხლის მეორე ნაწილის გ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. რაც დიდი ოდენობით ქონების გამოძალვას გულისხმობს. [თამუნა უჩიძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
სამხრეთის კარიბჭე

ხიზაბავრელი თერეზინა