შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ კვლავ თამარ ჟვანია აირჩიეს

საზოგადოება
წყარო:  PS News / http://psnews.ge/ 
 24 დეკემბერი 2018

 

დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ კვლავ თამარ ჟვანია აირჩიეს.

ფარული კენჭისყრის შედეგები ასეთია: თამარ ჟვანია – 8 ხმა, ვლადიმერ ბოჟაძე – 1 ხმა.

თამარ ჟვანია ცესკოს კიდევ 5 წლით უხელმძღვანელებს.

 

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე თამარ ჟვანია, მარიამ შელეგია და ვლადიმერ ბოჟაძე 21 დეკემბერს წარადგინა.

თავმჯდომარის ასარჩევად საჭირო იყო, კანდიდატს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 12-კაციანი შემადგენლობისგან ხმების ორი მესამედი მიეღო.

 

ცესკო-ს პრესსპიკერის, ანა მიქელაძის განცხადებით, კანონმდებლობის თანახმად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პარლამენტში გადაიგზავნება.

 

მისივე განმარტებით, კანონმდებლობის თანახმად, ცესკო-ს სამართლებრივი აქტი შესაძლებელია, ორი დღის ვადაში გასაჩივრდეს.

 

„თამარ ჟვანია ცესკო-ს თავმჯდომარედ არჩეულია რვა ხმით, ხოლო ლადო ბოჟაძემ მიიღო ერთი ხმა. კანონმდებლობის თანახმად, ინფორმაცია ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევის შესახებ გადაიგზავნება საქართველოს პარლამენტში.

 

დღევანდელ სხდომას თავმჯდომარეობდა ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე. თამარ ჟვანიას კანონდებლობით ჰქონდა სრული უფლება, მიეღო სხდომაში მონაწილეობა, ასევე გამოეყენებინა უფლება, როგორც კომისიის რიგით წევრს, მიეღო კენჭისყრის პროცესში მონაწილეობა. სხვა კანდიდატებთან თანაბარ პირობებში რომ ყოფილიყო, მან უარი განაცხადა და დღევანდელ სხდომაში არ მონაწილეობდა“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.

 

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია