შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ოქრუაშვილს ივანიშვილმა "რუსთავი 2"-ის საქმეზე გარიგება შესთავაზა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 23 დეკემბერი 2018

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის სახელით „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებმა მას გარიგება შეთავაზეს, რაზეც მან უარი განაცხადა.

ოქრუაშვილი ყვება, რომ ივანიშვილთან დაახლოებული „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები სთავაზობდნენ, რომ „რუსთავი 2“-ის თემაზე მათთვის სასარგებლო ჩვენება მიეცა. 

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ უარი ამ გარიგებაზე, მმართველი გუნდის ლიდერთან დაპირისპირების ერთ-ერთი მიზეზი გახდა.

„გარკვეული მაღალჩინოსნების მხრიდან იყო „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით ჩემი პოზიციის ცვლილების მოთხოვნა და ამ პოზიციაში რა იგულისხმება, ამაზე დღეს არ ვილაპარაკებ, რის გამოც დაიძაბა ჩემი ურთიერთობა მათთან 2016 წლის შემდეგ. თუ მას უნდათ, რომ ასეთი სახის სანახაობა მიიღოს, ამ სანახაობას მიიღებს. სანახაობა იქნება გაცილებით შთამბეჭდავი, სანახაობა იქნება ყველა კარტის გახსნით, თუ რას ითხოვდნენ მისი სახელით გარკვეული მაღალჩინოსნები ჩემგან მისი სახელით გარკვეულ საქმეებზე, თუ რას ითხოვდნენ მისი სახელით "რუსთავი 2"-ის საქმეზე, რაზეც უარი ვუთხარი,“ - ამბობს ოქრუაშვილი.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია