შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ნაციონალური მოძრაობა" დღემდე მიშას ქარიზმით არსებობს"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 23 დეკემბერი 2018

"ძირითადი ტენდენცია გამოიხატა იმაში, რომ საზოგადოებას არ მოსწონს, არც სახელისუფლებო ძალა და არც მისი ოპონენტი. ამის დასტური იყო 25 ნოემბრის მიტინგი, რომელზედაც გამოჩნდა ლოზუნგი "სილა ოცნებას" - "მუშტი ნაციონალებს".

საზოგადოების ამ გზავნილზე, რეაგირება პირველმა ივანიშვილმა მოახდინა. ბოდიში მოიხადა და შეპირდა მდგომარეობის გამოსწორებას. რასაც ვერ ვიტყვით "ნაციონალურ მოძრაობაზე", რომელიც არც წარსულზე და არც აწყმოზე ბოდიშის მოხდას არ აპირებს

დღემდე მიშას ქარიზმით არსებობს. "მიშათი და მიშას გარეშე" ჩატარებული ექსპერიმენტიც ვნახეთ "ევროპული საქართველოს" სახით, რომელიც პრინციპში 11%- ს ვერ ასცდა.

რაც შეეხება "ოცნებას", ვფიქრობ, მმართვის სტილია შესაცვლელი, თუ შედეგი არ ვარგა, არ ვარგა მართვა, ანუ პრობლემა მართვაშია. ამ მხრივ, ივანიშვილმა სწორი გადაწვეტილება მიიღო, თავის თავზე აიღო პასუხისმგებლობა. ე.ი მას შეუძლია უკეთესობისკენ შეცვალოს სიტუაცია"-აცხადებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე "მთელ კვირასთან" 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია