შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"საშინელი აურა ტრიალებს ქვეყანაში, ზიზღის, სიძულვილის, ბოღმის, ვენდეტის"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 24 დეკემბერი 2018

"საბედნიეროდ, ნინო ანანიაშვილი დაიცვა თავისმა მსოფლიო ავტორიტეტმა. მსოფლიოსათვის უცნობი ზუგდიდელი სკოლის დირექტორი კი შეეწირა უფრო მცირე კალიბრის "ოქიტაშვილს". და რამდენი ნაკლებცნობილი შეეწირა და შეეწირება აღვირახსნილ სიძულვილს, ვინ მოთვლის.

ისევ გახშირდა სასტიკი მკვლელობები. ობიექტური მიზეზი აქვს ამას; ტყუილად არაფერი ხდება. საშინელი აურა ტრიალებს ქვეყანაში, ზიზღის, სიძულვილის, ბოღმის, ვენდეტის. ასე სწრაფად დაგვავიწყდა 90-იანები?
ყველა იგემებს ამ სიძულვილის ნაყოფს; აბსოლუტურად ყველა.
პოლიტიკა ხომ მოვკალით საქართველოში და ერთი უტრუხუნეს ხუშტურებით იმართება ქვეყანა; ახლა პირდაპირ ადამიანების ხოცვაზე გადავედით.
ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციები ვერ ხედავენ რომ ივანიშვილის მთელი მთავრობა სიძულვილის ენით საუბრობს? თანაც ერთმანეთს ეჯიბრებიან ვინ უფრო მახვილგონივრულ სისასტიკეს დააბრეხვებს.
გახსოვდეთ, სიძულვილს დასთესთ, სიძულვილს მოიმკით და ისე მოიმკით, რომ თავად წამოეგებით საკუთარ ნამგალზე".

ზურაბ გურული, ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი, პროფესორი. 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია