შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის მორიგი ჩარჩობა"!-ურეკში ტროტუარების გასხვისება

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 24 დეკემბერი 2018

პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ურეკში აუქციონის წესით გასხვისებულ ტროტუარების თემაზე წერს და აღნიშნავს, რომ მსგავსი უკანონობები მისი მხრიდან  მარტო ფეისბუკზე დაწერილი არ დარჩება და სამართლებრივად დაიწყებს ბრძოლას მსგავსი დანაშაულების წინააღმდეგ

ურეკის ტროტუარების უკანონო გასხვისების ახალი ფაქტები და ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის მორიგი ჩარჩობა!
ურეკელებო და ურეკში მიწის ნაკვეთების მფლობელებო!
მიაქციეთ ყურადღება: ქვემოთ მოყვანილია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ თქვენი ნაკვეთების წინ გასხვისებული და გასასხვისებლად გამზადებული ტროტუარები: ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის დავით დარჩიას, და არა მხოლოდ, საკუთარ სიძეზე და არა მხოლოდ, ურეკის უკანონოდ გაყიდული ან გასაყიდად გამზადებული ტროტუარის მონაკვეთების არასრული სია. მოგიწოდებთ იმ ნაკვეთების მეპატრონეებს, რომლების წინაც ან მიმდებარედ გაიყიდა და გასაყიდად მომზადდა ტროტუარები, დადგეთ ფეხზე, ერთად ვიბრძოლოთ!
გპირდებით, ეს მხოლოდ დასაწყისია: არ გეგონოთ, ფეისბუქზე ბეჭდვით შემოვიფარგლები!!!
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ, შემდეგი შემადგენლობით - ხათუნა ხომერიკი, გოჩა აბუსერიძე, მურთაზ მეშველიანი - გააუქმა ოზურგეთის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც კრძალავდა ტროტუარების გაყიდვას და ნება დართო ჩარჩ და ბიუჯეტის ქურდ დარჩიას ურეკის ტროტუარების გაყიდვის.
ახლა ველოდებით ქუთაისის სააპელაციოს სამარცხვინო გადაწყვეტილებას, რომ საქმე წავიღოთ უზენაეს სასამართლოში: სანამ უზენაეს სასამართლოში ჩაწყობას მოასწრებდეთ, ამ საქმეს და თქვენ მანამდე მოგხედავთ!
იმასაც შეგახსენებთ, რომ მოსამართლე ხომერიკის ძმა ირაკლი ხომერიკი, რომელიც გარემოს დაცვის ინსპექციაში მუშაობდა, 2018 წლის მარტში დააკავა სუსმა დოკუმენტების გაყალბების ბრალდებით, რადგან ის გაყალბებული დოკუმენტებით ხელს უწყობდა ლიცენზიის არმქონე პირებს და კომპანიებს უკანონოდ მოეპოვებინათ ინერტული მასალა-ქვიშა გურიის სხვადასხვა მდინარეებზე მდებარე კარიერებიდან. გამოძიება ახლაც მიმდინარეობს. ისმის ლეგიტიმური კითხვა: ხომ არ შედის მოსამართლე ხათუნა ხომერიკი გარიგებაში „ოცნების“ ჩინოსნებთან ძმის სასჯელისგან დასახსნელად?!
გაგრძელება მალე იქნება!!!

1. ტროტუარი: ნაკვეთი ს/კ 26.28.13.252 ფართი 120 კვ/მ. გაყიდულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ. ტროტუარი გასხვისებულია ხათუნა ხომასურიძის ნაკვეთის წინ: ს/კ 26.28.13.196.
2. ტროტუარი: ნაკვეთი ს/კ 26.28.13.180 ფართი 32 კვ/მ რეგისტრირებულია არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ და შესაბამისად, შეტანილია გასასხვისებელთა სიაში. ტროტუარი მდებარეობს ლელა თოთიბაძის ნაკვეთის მიმდებარედ: ს/კ 26.28.13.036
3. ტორტუარი: ნაკვეთი ს/კ 26.28.13.260 ფართი 28 კვ/მ გასხვისებულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ. ტროტუარი გასხვისებულია ნათია შავიშვილის ნაკვეთის წინ. ს/კ 26.28.13.060
4. ტროტუარი: ნაკვეთი ს/კ 26.28.13.293 ფართი 40 კვ/მ რეგისტრირებულია სახელმწიფო საკუთრებაში და გამზადებულია გასაყიდად. მდებარეობს მერაბ ჩხაიძის ნაკვეთის წინ. ს/კ 26.28.13.123
5. ტროტუარი: ნაკვეთი ს/კ 26.28.13.255 ფართი 70 კვ/მ გასხვისებულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ; მდებარეობს შპს „სანატორიუმ კოლხიდის“ წინ.
6. ტროტუარი: ნაკვეთი ს/კ 26.28.13.254 ფართი 30 კვ/მ. გამზადებულია გასაყიდად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ; მდებარეობს შპს „სანატორიუმი კოლხიდის“ წინ.
7. ტროტუარის ნაკვეთი ს/კ 26.28.13.308 ფართი 53 კვ/მ. მესაკუთრე სახელმწიფო და გამზადებულია გასაყიდად. მდებაროებს შემდეგი მიწის ნაკვეთების მიმდებარედ: ს/კ 26.28.13.335 მესაკუთრე - გულისა საღინაძე, ს/კ 26.28.13.069 მესაკუთრე - ლიუბოვ კანაევა, ს/კ 26.28.13.306 მესაკუთრე - ეკატერინე რამიშვილი
8. ტროტუარის ნაკვეთი ს/კ 26.28.12.630 ფართი 40 კვ/მ გასხვისებულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ. მდებარეობს შემდეგი მიწის ნაკვეთების მიმდებარედ: ნატალია ლობჟანიძე ს/კ 26.28.13.177 არჩილ ძნელაძე, გოჩა ოდიშარია, ეკატერინე ძნელაძე-რეხვიაშვილი, ზაურ რეხვიაშვილი ს/კ 26.28.13.223 შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი“ ს/კ 26.28.12.267 
9. ტროტუარის ნაკვეთი ს/კ 26.28.12.586 ფართი 40 კვ/მ გასხვისებულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ. მდებარეობს ლალი ორველაძის ს/კ 26.28.13.035 და შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ ს/კ 26.28.12.267 ნაკვეთების წინ. 
10. ტროტუარის ნაკვეთი ს/კ 26.28.12.682 ფართი 40 კვ/ გასხვისებულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ. მდებარეობს შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ ს/კ 26.28.12.267 და მამუკა ბარამიძის ს/კ 226.28.14.128 ნაკვეთების წინ. 
და ა.შ.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია