შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ღმერთმა ნუ ქნას, ხალხს მოთმინების ფიალა აევსოს "

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 24 დეკემბერი 2018

“საზოგადოება შეიკრა და ორჯერ მიმართა ხელისუფლებას. ერთხელ მიანიშნა, რომ თუ ასე გაგრძელდება, ხელისუფლება დამარცხდება. ეს გულახდილი და მწვავე განაცხადი იყო. მეორე შემთხვევაში კი მისცა შანსი, დაედგინა საზოგადოების უკმაყოფილების მიზეზები და შეცდომები გამოესწორებინა. საზოგადოებამ მიანიშნა კი არა, შეუძახა ხელისუფლებას - იფიქრე ჩვენზეო! ღმერთმა ნუ ქნას, ხალხს მომავალში ისევ აევსოს მოთმინების ფიალა. ვფიქრობ, ხელისუფლების განცხადებები, რომ ისინი მიხვდნენ, რას მოითხოვს საზოგადოება, ძალიან მნიშვნელოვანია

ინფლაციის პირობებში ხალხზე ფიქრია საჭირო... ხელფასი აღარავის ჰყოფნის... აი, ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმაა აუცილებელი. დასაქმებასთან ერთად, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია განათლება. ყველაფრის საფუძველთა საფუძველი განათლება და კულტურაა. ჩვენს ქვეყანაში ამ თვალსაზრისითაც ძალიან მძიმე მდგომარეობაა. სმარტფონების ეპოქაში განათლება გაცილებით ადრეულ ასაკში უნდა იწყებოდეს. სამწუხაროდ, ხელისუფლება, განათლების სამინისტრო ამისთვის არაფერს აკეთებენ"- აცხადებს კინორეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი. 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია