შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ყველა ერთისათვის ერთი ყველასათვის" რაგბისტთა ახალი ინიციატივა სოციალურად შეჭირვებულთათვის

სპორტი
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 23 დეკემბერი 2018

"ყველა ერთისათვის ერთი ყველასათვის" რაგბისტთა ახალი ინიციატივა სოციალურად შეჭირვებულთათვის

დაახლებით ამ დევიზით, რომელიც ალექსანდრე დიუმა უმცროსის მკითხველებს შორის პირველ რიგში დარტანიანთან და მის მეგობარ მუშკეტერებთან იწვევს ასოცირებას, დაიწყო ოზურგეთისა და ბათუმის სარაგბო თემის ერთ ერთმა ლიდერმა, ზვიად უნგიაძემ საქველმოქმედო სპორტული ფონდის "ერთმანეთისათვის" პრეზენტაცია.

პრეზენტაციას, რომელიც ოზურგეთის სარაგბო კლუბ "არწივების" გამოსასვლელ "ზვანი არენაზე" დღეს გაიმართა, თავად რაგბისტთა და მათი ხელმძღვანელობის გარდა, ადგილობრივი ხელისუფლების, საზოგადოების და სხვადასხვა სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

"მე მივმართავ სარააგბო თემს, როგორც დასავლეთის კლუბებს, ასევე აღმოსავლეთისას, შემოუერთდეს ჩვენს წამოწყებას, მინდა გითხრათ რომ ფონდი რომელიც ჩვენ დავაფუძნეთ ბათუმში, ამ წამოწყებას დიდი რეზონანსი მოყვა და მას სპორტის 37 ფედერაციის წარმომადგენლები შეუერთად, ჩვენ გვაქვს სურვილი ჩვენი სარაგბო თემის წევრების დანაზოგებით დავეხმაროთ სოციალურად შეჭირვებულებს, და გვსურს რომ ეს ტრადიციაად იქცეს და მან სისტემატიური ხასიათი მიიღოს"-განაცხადა ფონდის დამფუძებელმა ზვიად უნგიაძემ შესავალ სიტყვაში და საზოგადოებას ის ოჯახები წარუდგინა რომელსაც პირველ ეტაპზე გაეწია დახმარება.

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ პრეზენტაციას ოზურგეთელი მორაგბეები ესწრებოდნენ, ანუ ის ადამიანებიც, რომლების შემოწირულობების ხარჯზეც მოხერხდა პირველი საქველმოქმედო აქციის გამართვა.

ვრცლად ამ ინიციატივის შესახებ სრულ ვიდეო ვერსიას იხილავთ "გურიის მოამბეს" ვებ გევრდზე: www.guriismoambe.com

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
კულტურა