შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ჩოხატაურელი ვიოლეტა მგალობლიშვილი "მხოლოდ ქართულს" გამოეთიშა

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 25 დეკემბერი 2018

ჩოხატაურელი ვიოლეტა მგალობლიშვილი მაყურებლის გადაწყვეტილებით დღეს პროექტს "მხოლოდ ქართული"გამოეთიშა.

ვიოლეტამ  დღეს მამუკა ჩარკვიანის "ირინოლა" (სულ ყველაზე ლამაზი შენი თვალის ფერია) იმღერა, რომელშიც ჟიურის მაღალი შეფასება დაიმსახურა, თუმცა მაყურებელმა მას მომდევნო კონკურსში მონაწილეობის საშუალება არ მისცა. 

ვიოლეტა მგალობლიშვილი დღეს, პროექტის დაწყებიდან მესამედ მოხვდა  აუტსაიდერებში. 

ორ აუტსაიდერს, ნუცა თოფურიასა და ვიოლეტა მგალობლიშვილს შორის, მაყურებელმა არჩევანი თოფურიაზე გააკეთა, ვიოლეტა კი პროექტს გამოეთიშა.  

დღევანდელ Live კონცერტზე კონკურსანტებმა მამუკა ჩარკვიანის და ოთარ რამიშვილის სიმღერები შეასრულეს. 

მაყურებლის ფავორიტი დღესაც გიორგი კელაპტრიშვილი გახდა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
პოლიტიკა