შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გურჯაანის სასამართლომ ველისციხის ინცინდენტში მონაწილე კიდევ ერთი პირის საქმე განიხილა

სამართალი
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
 26 დეკემბერი 2018
გამოძიება ველისციხის ინცინდენტის დროს პოლიციელის მხრიდან კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას კიდევ ერთ პირს ედავება.
დღეს გურჯაანის რიაონულმა სასამართლომ ბესიკ გაზდელიანის საქმე განიხილა. ბრალდების მტკიცებით, 16 დეკემბერს, სოფელ ველისციხეში, მან პოლიციელებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაში ხელი შეუშალა და სამართალდამცველებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. გამოძიების მტკიცებით,  გაზდელიანი აქციის მონაწილეებს მოუწოდებდა, რომ არ დამორჩილებოდნენ პოლიციელებს.

თავად ბესიკ გაზდელიანი კი აღნიშნულ საქმეში თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

-„მედავებიან თითქოსდა პოლიციელებისთვის შეურაცხყოფა მიმეყენებინოს, თოითქოს არ დავემორჩილე მათ კანონიერ მოთხოვნას, ეს აბსოლუტური ტყუილია. წარმოადგინეს ვიდეომტკიცებულებები, რომელსაც ჯერ არ გავცნობივართ. რასაც მედავებიან, ამისი მოტივი პოლიტიკურია და მეტი არაფერი.“-აცხადებს გაზდელიანი.

ბრალდების მხარემ სასამართლოს შესაბამისი ვიდეო მტკიცებულებები წარუდგინა, დაცვის მხარემ კი ამისთვის ვადა მოითხოვა. აღნიშნულის გამო საქმეზე მომხდევნო სხდომა 16 იანვარს, 11:00 საათზე ჩაინიშნა.

თუკი გაზდელიანს სასამართლო სამართალდამრღვევად სცნობს, მას 1 000 ლარიდან 4 000 ლარამდე ჯარიმა, ან 15 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა ემუქრება.


სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია