შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხის მერიამ ქალაქის ქუჩებსა და ცენტრალურ გზებზე სათვალთვალო კამერები დაამონტაჟა. მათი საშუალებით, ტრანსპორტის მოძრაობას შსს აკონტროლებს.

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 25 დეკემბერი 2018
ქალაქის ქუჩებსა და მუნიციპალიტეტის ცენტრალურ გზებზე 53 სათვალთვალო კამერა მონტაჟდება. ამ დროისთვის კი უკვე გააკეთეს მანველიშვილის, პაატა ნათენაძისა და თამარ მეფის ქუჩებზე. კამერები ასევე, დამონტაჟდება აწყურის და ვალის მიმართულებით ცენტრალურ გზებზე. „ამ კამერებით სწრაფად მოძრავი მანქანების ნომრების ამოცნობა იქნება შესაძლებელი. ჩვენი მიზანია, ვიზრუნოთ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე“, – ამბობს ახალციხის მერის მოადგილე რუბენ კარაპეტიანი და ამატებს, რომ კამერების მონტაჟი ოქტომბერში დაიწყო და ამ დრომდე გრძლედება. სათვალთვალო კამერები რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტმა კომპლექსური ტენდერით შეისყიდა. მათ შორის ახალციხის მუნიციპალიტეტმა 53 სათვალთვალო კამერისთვის 81 257 ლარი გადაიხადა. [თინათინ ზაზაძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია