შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

დღეს, 25 დეკემბერს, ახალციხის ცენტრალურ პარკში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე მერმა ზაზა მელიქიძემ პატარებთან ერთად აანთო. საზეიმო ღონისძიებაზე მესხური მრავალჟამიერი იმღერეს, თოვლის ბაბუამ კი პატარებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა.

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
 25 დეკემბერი 2018
საზეიმო ღონისძიება ახალციხის ცენტრალურ პარკში 19:00 საათზე დაიწყო. “ბევრი სიურპრიზი გელოდებათ წინა საახალწლოდ. ხვალიდან ცენტრალურ პარკში არაერთი საახალწლო ღონისძიება გაიმართება. ქალაქში და სოფლებში პატარები თოვლის ბაბუებისგან მიიღებენ საახალწლო ტკბილეულს. ჩემო პატარებო ყველა თქვენთაგანს სურვილები აგისრულდებათ და ამას თოვლის ბაბუები მოგიტანენ. წარმატებული წელი მინდა გისურვოთ“, – მიმართა ახალციხის მერმა ზაზა მელიქიძემ პარკში შეკრებილებს. ღონისძიების პარალელურად პარკის ტერიტორიაზე საახალწლო ბაზრობა გაიმართა. ახალციხეში მოქმედმა ორგანიზაციებმა საკუთარი ნამუშევრები გამოფინეს. „ჩვენ ვართ წმინდა ფრანცისკეს მონასტრის წარმომადგენელები. ეს ბავშვების ნამუშევრებია, რომელიც შესრულებულია ყავის მარცვლებით, ორი დღის განმავლობაში გვექნება გამოფენა–გაყიდვა, შემდეგ უკვე სხვაგან გადავინაცვლებთ“, – ამბობს ალექსანდრე კანდელჯიანი. ხისგან დამზადებული საახალწლო აქსესუარები გამოიტანა ბაზრობაზე სარეკლამო კომპანიამაც: „ჩვენ 31 დეკემბრამდე გვექნება გამოფენა–გაყიდვა პარკის ტერიტორიაზე“, – გვითხრა აღნიშნული კამპანიის წარმომადგენელმა ნინო ზაზაძემ.საახალწლო თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრები გამოფინა ახალციხის სამხატვრო სკოლამაც. საახალწლო ბაზრობა ცენტრალური პარკის ტერიტრიაზე 31 დეკემბრამდე გაგრძელდება, თუმცა აქ სხვადასხვა დღეს, სხვადასხვა ორგანიზაციის ნამუშევრები იქნება გამოტანილი გასაყიდად. [თინათინ ზაზაძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
საზოგადოება