შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თელავში დანიშნულების ადგილის მართვის სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გაიმართა

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
 26 დეკემბერი 2018

კახეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა მალხაზ ჭრელაშვილმა კახეთის რეგიონში დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გამართა.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ: კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, მუნიციპალური განვითარების ფონდისა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლები, კახეთის რეგიონში შემავალი თვითმმართველი ერთეულების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები.
მალხაზ ჭრელაშვილმა ყურადღება გაამახვილა დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია DMO – ს არსის, ფუნქციების, სამოქმედო გეგმისა და მისი განხორციელებით მიღწეული შედეგისა და სიკეთეების შესახებ.
“DMO არის საჯარო და კერძო სექტორის ურთიერთთანამშრომლობის საუკეთესო მაგალითი, რეგიონში არსებული მართვის ორგანო, რომელმაც უნდა აწარმოოს უკვე არსებული ტურისტული ობიექტებისა და მარშრუტების მარკეტინგი, რებრენდინგი და პრომოუშენი. ამასთან ერთად, უზრუნველყოს ახალი ტურისტული პროდუქტების შექმნა და წარმოჩენა. დონორი ორგანიზაციების დაინტერესება ინვესტიციების განხორციელების კუთხით, გაცილებით მაღალია იმ რეგიონში, სადაც ფუნქციონირებს დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია – DMO”, – განაცხადა მალხაზ ჭრელაშვილმა.

ნიკოლოზ ესიტაშვილი

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია