შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"დღესაც სიამოვნებით დახვრეტდნენ მთავრობის კრიტიკოსებს კომფორმისტები"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 25 დეკემბერი 2018

 

 

"ბალღობაში მიკვირდა 37 წელი როგორ დაუშვა ჩვენმა საზოგადოებამ, როგორ არ გამოვიდა ქუჩაში, როგორ გაატანა მეზობელი ბადრაგს. ახლა უკვე არ მიკვირს. ვხედავ როგორ არ იღებენ ხმას, რომ არ დაკარგონ სამსახური, მზად არიან გაგლიჯონ პოლიტიკური ოპონენტი. დღესაც უპრობლემოდ და სიამოვნებით დახვრეტდნენ მთავრობის კრიტიკოსებს კომფორმისტები (სინამდვილეში აქ ბევრად უარესი შეფასება ვიგულისხმე. რა სამწუხარო ამბავია, ქალი რომ დაფიქრდეს"-ასე ეხმაურება  ილიას უნივერსიტეტის პროფესორი, ნინო დანელია რეჟისორ ქეთი დოლიძის განცხადებას, რომელიც მოითხოვს, რომ ოპერისადა ბალეტის თეატრის ხელმზღვანელმა, ნინო ანანიაშვილმა ქმრის გამო პასუხი აგოს: 

რეჟისორი ქეთი დოლიძე ნინო ანანიაშვილის ირგვლივ ატეხილ მითქმა-მოთქმაზე შემდეგი სახის მიმართვას აქვეყნებს: 

“აქამდე ჩუმად ხომ ვიყავი!

მე არ მესმის და ვერასდროს გავიგებ, როგორ შეიძლება, ჩემი ქმარი დამხობისკენ, განადგურებისკენ, უბედურებისკენ მოუწოდებდეს ხალხს და მე, ასე, ხელიხელჩაკიდებული, ბედნიერი სახით ვიდგე მის გვერდზე?! ე.ი. შენ ამ ვანდალურ მოწოდებაზე აწერ ხელს, როგორც მოქალაქე, როგორც დიდი უწყების, სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელი! რას ჰქვია, აპოლიტიკური ვარო?! მაშინ, ტრიბუნაზე რა გინდა? და მერე, ეგ შენი ქმარი რომ მხოლოდ ქმარი იყო და მეტი არაფერი დამსახურება არ გააჩნია, რომელმაც ხმა არ ამოიღო 2008 წელს, ეს რაში წერია!

დიდი ბალერინობა (უდავოდ დიდი) არაფრის ინდულგენცია არაა!!! არაფრის! წერტილი!

რადგან ასეთი ცნობილი ფიგურა ხარ, უნდა აგო პასუხი შენი ქმრის ნამოქმედარზეც…

და გაიხსენო, რა სკანდალით გადავარჩინეთ შენგან პიონერთა სასახლე!“  

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია