საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

„ხელისუფლებამ, სისხლიან 9 წელზე საუბარი არ გაბედოს“

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 25 დეკემბერი 2018

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სასამართლოსა და იუსტიციის საბჭოს ამ დონეზე მიყვანას, ხელისუფლების შეცდომად თვლის და იმ მოსამართლეების მფარველობის გამო, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს რეზონანსულ, მძიმე დანაშაულების საქმეებზე გადაწყვეტილების მიმღებები იყვნენ, ხელისუფლებას ურჩევს 9 წელი აღარ ახსენოს: 

"ხელისუფლებას თუ ნამდვილად აქვს სურვილი, რომ ეს ქვეყანა რეალურად წინ წაიყვანოს და საბოლოოდ არ გახდეს ურჩხულის მძევალი, მას ჯერ კიდევ აქვს მექანიზმები, რომ ეს მანკიერება ერთხელ და სამუდამოდ მოაშოროს ამ ქვეყანას. საუბარია ადამიანებზე, რომლებიც პოლიტიკურ ვაქხანალიაში იღებდნენ მონაწილეობას და ადამიანებს ჩაქუჩს პირდაპირ თავში და ზურგში ურტყამდნენ. კონკრეტული ადამიანების ბედს წყვეტდნენ და ანადგურებდნენ. ამ ფონზე ხელისუფლება თუ ასეთი ტიპის გარიგებაზე წავა, ის, ან იმავე ადამიანების მძევალია, ან გარიგებაშია და მოწონს ეს ადამიანები"- აღნიშნავს ხუხაშვილი.

პოლიტოლოგი ამბობს, რომ მძევლობაში შეიძლება იგულისხმებოდეს ის რეზონანსული საქმეები, რომლებიც ამ მოსამართლეებს ხელისუფლების დაკვეთით აქვთ ნაკეთები.

"ისევე როგორც ხელისუფლებას, ამ ადამიანებსაც აქვთ კომპრომატი ხელისუფლების წინააღმდეგ. გარიგებას რაც შეეხება, შეიძლება მომავალში ჰპირდებიან რაღაცებს"- თქვა ექსპერტმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატებზე საუბრისას ხუხაშვილი ზოგიერთ მათგანს "ოდიოზურ ფიგურად" მოიხსენიებს, თუმცა მთავარ ვექტორს მაინც ხელისუფლების საწინააღმდეგოდ სვამს.

"პრობლემა არის იუსტიციის საბჭო - სანამდე უნდა ვუყუროთ კოლექტიურ მურუსიძეებს. თუ ხელისუფლება პრობლემას არ გადაწყვეტს, გამოდის, რომ ის ამ დიდი დანაშაულის თანამზრახველია. ამ შემთხვევაში უნდა ვისაუაბროთ იმაზე თუ საერთოდ რა ხდება ამ ქვეყანაში. ხელისუფლებამ, რომელიც ასეთ ადამიანებთან გარიგებაში შედის სისხლიან 9 წელზე საუბარი არ გაბედოს. დანაშაულის თანამონაწილე არ შეიძლება საუბრობდეს სხვის დანაშაულზე"- თქვა მან. 

გია ხუხაშვილი თვლის, რომ მმართველობის ყველა შტოში კოლექტიური მურუსიძეები არსებობენ. ამ კონტექსტში პოლიტოლოგი ეკონომიკის მინისტრის მიერ გაკეთებულ სკანდალურ განცხადებას ეხმაურება.

"მურუსიძეები მეტასტაზებივით მოედნენ სახელმწიფო ქსოვილს - კოლექტიური მურუსიძე გახდა ამ სისტემის სახე. მათ შორის აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ფინანსურ საქმეში და ასე შემდეგ. დღეს გამოდის ფინანსთა მინისტრი და საერთოდ რას ლაპარაკობს?! აბსოლუტურად მოკლებულია კომუნიკაციის უნარებს. თავის სამყაროში ცხოვრობს და რაღაცას ლაპარაკობს. ამ ქვეყანაზე არ არის კაცი, რა უნდა? - როგორ შეიძლება მსგავსი ადამიანები მინისტრები იყვნენ?! რომელ დიასახლისზე საუბრობს? - იმაზე გადებული რომ არის და 5 შვილს რომ უვლის?"- განაცხადა ხუხაშვილმა.

წყარო: "ნიუპოსტი"

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია