შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

უცხოეთში მილიონზე მეტი საქართველოს მოქალაქეა დასაქმებული, ქვეყანაში 825 000

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 26 დეკემბერი 2018

უცხოეთში მილიონზე მეტი საქართველოს მოქალაქეა დასაქმებული, ხოლო ქვეყნის  შიგნით - 825 000 ადამიანი.

როგორც გაზეთი „რეზონანსი წერს, შენგენის ქვეყნების ნაწილმა საქართველოს მოქალაქეთათვის ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობა დაუშვა, რაც ქვეყნიდან სამუშაო ძალის ახალი ტალღის გადინებას გამოიწვევს.

საფრანგეთმა და პოლონეთმა საქართველოს მოქალაქეებს ახალი შესაძლებლობა მისცა - ამ ქვეყნებში ისინი ლეგალურად დასაქმდებიან. თავისთავად, შრომის კანონიერი უფლების მოპოვება პოზიტიური ნაბიჯია, თუმცა არსებობს საფრთხე, რომ ეს ახალი სამუშაო ძალის გადინებას გამოიწვევს. ეს ფაქტი კი ქვეყნის ეკონომიკისათვის ცალსახად არასასურველია.

ქვეყნის გარეთ დასაქმებული მოქალაქეები ვერ მონაწილეობენ მშპ-ის შექმნაში, ასევე მათი ოჯახის წევრებისათვის გადმორიცხული თანხები არა ეკონომიკური პროცესის წარმართვას, არამედ ელემენტარული მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას ხმარდება.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება