შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რა განისაზღვრა პრიორიტეტად ოზურგეთის 2019 წლის ბიუჯეტში?

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 26 დეკემბერი 2018

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, ოზურგეთის 2019 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.

მომავალი წლის ბიუჯეტი 24 მილ 186 ათას 800 ლარს შეადგენს და ის შემდეგ პრიორიტეტებში გადანაწილდა: 
ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია 9 232 400 ლარით განისაზღვრა; პრიორიტეტი განათლება 4 000 000 ლარითაა წარმოდგენილი, კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტის პრიორიტეტის ბიუჯეტი: 4 035 900 ლარს შეადგენს, ხოლო სოციალური უზრუნველყოფა და ჯანმრთელობის დაცვა 1 695 500 ლარს.

ბიუჯეტის პროექტზე დასკვნები წარმოადგინეს საკრებულოს კომისიებმა და ფრაქციებმა.

ბიუჯეტი 28 ხმით დამტკიცდა, კენჭის ყრაში მონაწილეობა არ მიიღო ფრაქციამ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა".

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია