შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

,,ჩვენთვის მიუღებელია ნებისმიერი განცხადება, რომელიც აკნინებს ქართული ფეხბურთის განვითარებას"

სპორტი
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
 27 ნოემბერი 2018

ქუთაისის ტორპედოს პრეზიდენტი,  ზაალ ჩაჩავა განცხადებას ავრცელებს. ის საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის მიერ სპორტთან და ქართულ ფეხბურთთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გმობს. მისი თქმით მიუღებელია ნებისმიერი განცხადება, რომელიც აკნინებს და საფრთხეს უქმნის ქართული ფეხბურთის მომავალს, მით უმეტეს თუ ის გახმოვანებულია საპრეზიდენტო კანდიდატის მიერ.

,,ჩვენი გუნდი ემიჯნება და ყოველთვის გაემიჯნება ამ ტიპის განცხადებებს. "ტორპედო ქუთაისი" მხარს უჭერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის დღევანდელ პოლიტიკას და ყოველთვის მზადაა თავისი წვლილი შეიტანოს ქართული ფეხბურთის განვითარების საქმეში. ტორპედო ქალაქ ქუთაისის მერიისგან 2016 წელს შევიძინე და სწორი და ეფექტური მუშაობის შედეგად, 14 წლიანი პაუზის შემდეგ, არაერთხელ გავახარეთ ჩვენი გულშემატკივრები. 2016 წელს ავიღეთ დავით ყიფიანის სახელობის თასი, 2017 წელს გავხდით საქართველოს ჩემპიონი, 2018 წელს ავიღეთ სუპერ თასი და 25 ნოემბერს კიდევ მოვიპოვეთ საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი. ამავდროულად ეფექტურად ვიასპარეზეთ ევრო ტურნირებზე. სახელმწიფო დაფინანსებასთან ერთად საკმაოდ დიდი ინვესტიცია განვახოციელეთ გუნდში და სოლიდური თანხები მოვიპივეთ ფეხბურთის საერთაშორისო ორგანიზაციებიდან. მომავალ წლებში კიდევ უფრო ამბიციური გეგმები გვაქვს და არაერთხელ გავახარებთ ქალაქ ქუთაისს და საქართველოს" -განაცხადა ზაალ ჩაჩავამ.

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია