შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2016-17 წლების საქმიანობა-აუდიტის დასკვნა პროკურატურაშია

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 26 დეკემბერი 2018

აუდიტის სამსახურის დასკვნა, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საქმიანობას ეხება, პროკურატურაშია გადაგზავნილი. მთავარი მაკონტროლებლის დოკუმენტში არაერთ დარღვევაზეა საუბარი, რომელიც სამართალდამცველებმა უნდა გამოიძიონ. დოკუმენტში ასევე წერია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დიდი რაოდენობით თანხა არამიზნობრივად გაიხარჯა.

დასკვნაში ავტომობილების განსაკუთრებით დიდ რაოდენობასა და საწვავის კოლოსალურ ხარჯვაზეა საუბარი, რომელიც 2016-207 წლებს მოიცავს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტს 130 მანქანა, გათვალისწინებული 12 ავტომობილის ნაცვლად ემსახურებოდა.

ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტს საკუთრებაში ჰყავდა 4, თუმცა დამატებით, იჯარით კიდევ 53 ავტომობილი ემსახურებოდა. ოზურგეთის თემის მუნიციპალიტეტს კი დადგენილ 7-თან ერთად 81. გაირკვა, რომ იჯარით აყვანილი ყველა მანქანა მუნიციპალიტეტის თანამშრომლების საკუთრება იყო.

ირკვევა, რომ თანამდებობზე დასაქმებულ მოხელეებს საკუთარი ავტომობილები ნაქირავები ჰყავდათ. ამ მანქანების ექსპლუატაციაზე კი 2016-2017 წლებში ბიუჯეტიდან 436 ათასი ლარის საწვავი დაიხარჯა. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ამ ინფორმაციას უარყოფს.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა